Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნარჩენების მართვის კოდექსი article 18 სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებები. 1. ნარჩენების წარმომქმნელი, რომელიც წლის განმავლობაში 2 ტონაზე მეტ სახიფათო ნარჩენს წარმოქმნის, ვალდებულია: ა) შექმნას და დანერგოს სახიფათო ნარჩენების სეპარირებისა და შეგროვების სისტემა; ბ) ამ კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად განსაზღვროს გარემოსდაცვითი მმართველი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სახიფათო ნარჩენების უსაფრთხო მართვისათვის შესაბამისი ზომების მიღებისთვის; გ) უზრუნველყოს სახიფათო ნარჩენებთან მომუშავე პერსონალის ინფორმირება და შესაბამისი სწავლების ჩატარება. 1 -1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები ეკისრება ასევე წლის განმავლობაში 2 ტონაზე ნაკლები სახიფათო ნარჩენის წარმომქმნელს, რომელიც ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ საქმიანობას. 2. ნარჩენების ზუსტი შემადგენლობის დადგენამდე ეს ნარჩენები სახიფათოდ ითვლება. 3. თუ საქართველოს ტერიტორიაზე არ არსებობს სახიფათო ნარჩენების დამუშავების ტექნიკური ან/და ტექნოლოგიური შესაძლებლობა, სახიფათო ნარჩენების დამუშავებისათვის უნდა განხორციელდეს მათი ექსპორტი. ექსპორტის განხორციელებამდე სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით სახიფათო ნარჩენების უსაფრთხო დასაწყობება დროებითი შენახვის ობიექტზე. |
ნარჩენების მართვის კოდექსი article 18 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს გადაწყვეტილებით შესაძლებელია სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ვადის ერთჯერადი, არაუმეტეს 1 წლით გაგრძელება, თუ დასტურდება, რომ ამით ზიანი არ მიადგება გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას. 5. სახიფათო ნარჩენების შეგროვებასა და ტრანსპორტირებას ახორციელებს ამ კოდექსის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი. 6. სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირება ხორციელდება ამ კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნისა და მე-6 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტის/აქტების შესაბამისად. |