Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ article 8 6. ერთსა და იმავე მუნიციპალიტეტში ქალაქებს, დაბებსა და სოფლებს არ შეიძლება დაერქვას ერთი და იგივე სახელწოდება. 7. ახლად წარმოქმნილი ან სახელწოდების არმქონე ქუჩისთვის ამ კანონით დადგენილი წესით სახელის მინიჭებამდე დასაშვებია არაბული ციფრების გამოყენებით სახელდება (მაგალითად, 1-ლი ქუჩა, მე-2 ქუჩა და ა. შ.) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ, სამთავრობო კომისიის დასკვნის გარეშე. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ინიციატივის წარდგენიდან 1 თვის ვადაში. |
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ article 8 გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები. 1. სახელწოდებები ერქმევა: ა) ახლად წარმოქმნილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებსა და დასახლებებს; ბ) ახლად წარმოქმნილ ან სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს. 2. დასარქმევად შერჩეული სახელწოდება უნდა შეესაბამებოდეს როგორც ობიექტის ყველაზე ნიშანდობლივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ, ასევე საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში ისტორიულ-კულტურულ ან სამეურნეო-საყოფაცხოვრებო თავისებურებებს და უნდა მიესადაგებოდეს რეგიონის ტოპონიმიკურ სტრუქტურას. სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან ერთზე მეტი სიტყვისაგან. 3. გეოგრაფიულ ობიექტს შეიძლება დაერქვას მისი პირველაღმომჩენის, დამაარსებლის და შემსწავლელ-ამთვისებლის სახელი. 4. გეოგრაფიული ობიექტისათვის თვალსაჩინო სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწის სახელის მინიჭება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. ერთი და იმავე დასახლების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ერთი და იმავე სახის გეოგრაფიულ ობიექტს არ შეიძლება დაერქვას ერთი და იგივე სახელწოდება. |