FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  242

1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს აზარტული თამაშობების მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების და ნებართვების გაცემის დამატებითი პირობები, რომელთა შესრულება/დაკმაყოფილება ნებართვის მაძიებლისთვის/ნებართვის მფლობელისთვის სავალდებულოა და რომელთა შეუსრულებლობა/დაუკმაყოფილებლობა მიიჩნევა სანებართვო პირობების შეუსრულებლობად/დარღვევად.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს/სამოქმედოდ შემოიღოს მოთხოვნები/სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული თამაშობების მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა.