Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 54 თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის გაერთიანება. 1. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანისთვის ამ კანონით დადგენილი წესით ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების შემდეგ მისი მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი განსაზღვრავს ამ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ლტოლვილი ან დამატებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის თანხმობის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი იწყებს ოჯახის გაერთიანების პროცედურას. 3. ლტოლვილი ან დამატებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის გაერთიანების შესახებ განცხადებას სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს წარუდგენს ამ არასრულწლოვანის მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი. მან აღნიშნულ განცხადებას უნდა დაურთოს არასრულწლოვანთან ოჯახის წევრის/წევრების ოჯახური კავშირის დამადასტურებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება (მათი არსებობის შემთხვევაში) და დასკვნა არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის განსაზღვრის შესახებ. 4. ოჯახური კავშირის დასადგენად უფლებამოსილი თანამდებობის პირი ინდივიდუალურად, 1 თვის ვადაში განიხილავს ოჯახის გაერთიანების შესახებ განცხადებასა და თანდართულ მტკიცებულებებს (მათი არსებობის შემთხვევაში). |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 54 5. ოჯახური კავშირის დადგენის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი საჭიროებისამებრ მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლტოლვილი ან დამატებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის წევრისთვის/წევრებისთვის საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ. 6. ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ლტოლვილი ან დამატებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის წევრს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში ენიჭება საერთაშორისო დაცვის იგივე ფორმა, რომელიც ამ პირს აქვს მინიჭებული. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლტოლვილი ან დამატებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის წევრმა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. თუ ლტოლვილი ან დამატებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის წევრმა ეს ვადა არასაპატიო მიზეზით დაარღვია, სამინისტრო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 54 8. ლტოლვილ ან დამატებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანს შეიძლება უარი ეთქვას ოჯახის გაერთიანებაზე, თუ მისი ოჯახის წევრის მიმართ არსებობს ამ კანონის მე-17, მე-18, მე-20 ან 21-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძველი. |