Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 8 სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია. 1. ამ კანონის საფუძველზე სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული სავალდებულო ავტორიზაციას ექვემდებარება, თუ სრულდება ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული ახორციელებს საჯარო შეთავაზებას; ბ) სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს ჰყავს 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი. 2. სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სავალდებულო ავტორიზაციას არ ექვემდებარება, შესაძლებელია ავტორიზაცია ნებაყოფლობით მოიპოვოს ეროვნული ბანკისგან. 3. ავტორიზაციის მოსაპოვებლად განმცხადებელმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია: ა) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტი; ბ) სეკიურიტიზაციის კომპანიის შემთხვევაში − მმართველი ორგანოს წევრების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მათ კარგ რეპუტაციასა და საკმარის გამოცდილებას; გ) ინფორმაცია სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მომსახურე კომერციული ბანკისა და იმ აქტივების (ლიკვიდური აქტივების ან/და ფასიანი ქაღალდების) შესახებ, რომლებიც ამ კომერციულ ბანკში შეინახება; დ) სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების (ფასიანი ქაღალდების) საჯარო შეთავაზების განაცხადი; |
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 8 ე) სეკიურიტიზაციის კომპანიის შემთხვევაში − მნიშვნელოვანი წილის მფლობელების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მათ კარგ რეპუტაციას; ვ) თავდაპირველი კრედიტორისა და ინიციატორის შესახებ ინფორმაცია; ზ) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ განმცხადებელი არის სეკიურიტიზაციის კომპანია, რომელსაც დანიშნული ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია. ასეთ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს სეკიურიტიზაციის კომპანიასა და აქტივების მმართველ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება. 5. ავტორიზებულ სეკიურიტიზაციის კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ორგანიზაციული მოწყობა და რესურსები, რათა მან შეუფერხებლად განახორციელოს საქმიანობა და ეროვნულმა ბანკმა შეძლოს მისი ზედამხედველობა. 6. ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების მმართველი კომპანია უნდა იყოს ლიცენზირებული „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 7. ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდური აქტივები და ფასიანი ქაღალდები საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში უნდა იქნეს შენახული. |
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 8 8. ავტორიზებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს უფლება აქვს, გარდა სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების საჯარო შეთავაზებისა, განახორციელოს სხვა/დამატებითი სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების კერძო შეთავაზება. 9. ეროვნული ბანკი სამართლებრივი აქტით ადგენს დამატებით მოთხოვნებს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის საქმიანობის, აღრიცხვისა და ანგარიშგების მიმართ. |