Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ადვოკატთა შესახებ article 38 ადვოკატის სამართლებრივი დაცვა. 1. ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს. დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, ადვოკატის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ადვოკატზე სახელმწიფო ორგანოს ან/და სხვა პირის არასათანადო ზემოქმედება, მისი დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა. 2. ადვოკატები თანასწორნი არიან კანონის წინაშე. 3. არ შეიძლება ადვოკატი დაიკითხოს მოწმედ იმ საქმეზე, რომელშიც იგი მონაწილეობდა, როგორც ადვოკატი (დამცველი ან წარმომადგენელი). 4. ადვოკატს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ განცხადებისათვის, რომელიც მან ზეპირად ან წერილობით წარუდგინა სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე. 6. კონფიდენციალურია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ადვოკატმა მიიღო კლიენტისაგან ან იურიდიული რჩევის მიღების სხვა მსურველისაგან. 7. ადვოკატსა და კლიენტს შორის წარმოებული საუბრის მიყურადება და ჩაწერა დაუშვებელია, ხოლო მათ შორის მიმოწერა –ხელშეუხებელი. |