Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 198 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განკუთვნილი საქონლის შემოტანა. 1. მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (შემდგომ − უსინათლო პირი) განათლებისთვის ან სამეცნიერო ან კულტურული განვითარებისთვის სპეციალურად დამზადებული საქონლის შემოტანა თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან, თუ ის შემოტანილია: ა) უსინათლო პირის მიერ პირადი მოხმარებისთვის; ბ) იმ დაწესებულების ან ორგანიზაციის მიერ, რომელიც უსინათლო პირს განათლებას აძლევს ან დახმარებას უწევს. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმავე ნაწილით გათვალისწინებული საქონლისთვის განკუთვნილ სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე ან აქსესუარზე, აღნიშნული საქონლის ტექნიკური მომსახურებისთვის, კონტროლისთვის, დაკალიბრებისთვის ან შეკეთებისთვის საჭირო ინსტრუმენტზე, თუ ის შემოიტანება იმ საქონელთან ერთად, რომლისთვისაც განკუთვნილია, ან თუ ის მოგვიანებით შემოიტანება და იდენტიფიცირდება, როგორც მანამდე შეღავათით შემოტანილი საქონლისთვის განკუთვნილი ან იმ საქონლისთვის განკუთვნილი, რომელიც სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე ან აქსესუარზე ან ინსტრუმენტზე შეღავათის მოთხოვნის მომენტში შესაძლებელია გათავისუფლდეს იმპორტის გადასახადისგან. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 198 3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, გარდა უსინათლო პირისა, განათლებისთვის, მისთვის სამუშაო პირობების შექმნისთვის ან მისი სოციალური ადაპტაციისთვის სპეციალურად დამზადებული საქონელი თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან, თუ ის შემოტანილია: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ პირადი მოხმარებისთვის; ბ) იმ დაწესებულების ან ორგანიზაციის მიერ, რომლის ძირითადი საქმიანობაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განათლების მიცემა ან დახმარების გაწევა. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმავე ნაწილით გათვალისწინებული საქონლისთვის განკუთვნილ სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე ან აქსესუარზე, აღნიშნული საქონლის ტექნიკური მომსახურებისთვის, კონტროლისთვის, დაკალიბრებისთვის ან შეკეთებისთვის საჭირო ინსტრუმენტზე, თუ ის შემოიტანება იმ საქონელთან ერთად, რომლისთვისაც განკუთვნილია, ან თუ ის მოგვიანებით შემოიტანება და იდენტიფიცირდება, როგორც მანამდე შეღავათით შემოტანილი საქონლისთვის განკუთვნილი ან იმ საქონლისთვის განკუთვნილი, რომელიც სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე, აქსესუარზე ან ინსტრუმენტზე შეღავათის მოთხოვნის მომენტში შესაძლებელია გათავისუფლდეს იმპორტის გადასახადისგან. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 198 5. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საქონელზე არ გაავრცელოს ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი, თუ დადგინდა, რომ აღნიშნული საქონლის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება საქართველოს სამრეწველო ინტერესებს წარმოების კონკრეტულ სექტორში ზიანს მიაყენებს. 6. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი უსინათლო პირის ან სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილ ნივთზე ვრცელდება, თუ, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ეს პირი მიჩნეული იქნება ასეთი შეღავათით სარგებლობის უფლების მქონე უსინათლო პირად ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად. 7. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ საბაჟო ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე შეღავათით შემოტანილი საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 198 8. თუ ხდება ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათებით მოსარგებლე პირისთვის, დაწესებულებისთვის ან ორგანიზაციისთვის, ეს შეღავათები ძალაში რჩება, თუ მიმღები პირი, დაწესებულება ან ორგანიზაცია ამ საქონელს იმ მიზნით იყენებს, რომელიც აღნიშნული შეღავათებით სარგებლობის უფლებას იძლევა. სხვა შემთხვევაში ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით წინასწარ გადახდის ვალდებულების წარმოშობას, რომელიც მოქმედებს აღნიშნული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. თუ ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტის დადგენა შეუძლებელია, კუთვნილი იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისას გამოიყენება აღნიშნული საქონლის დეკლარირების დღისთვის მოქმედი განაკვეთი. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 198 9. ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შეღავათით მოსარგებლე დაწესებულების ან ორგანიზაციის მიერ შემოტანილი საქონელი შესაძლებელია ამ დაწესებულებამ ან ორგანიზაციამ არასამეწარმეო მიზნით, შესაბამისი იმპორტის გადასახადის გადახდის გარეშე გააქირაოს, ათხოვოს ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადასცეს იმ უსინათლო პირს ან სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელთანაც მისი საქმიანობაა დაკავშირებული. 10. დაუშვებელია საბაჟო ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის ამავე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, თხოვება ან გადაცემა. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 198 11. თუ ხდება ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით მოსარგებლე პირისთვის, დაწესებულებისთვის ან ორგანიზაციისთვის, ეს შეღავათი ძალაში რჩება, თუ მიმღები პირი, დაწესებულება ან ორგანიზაცია ამ საქონელს იმ მიზნით იყენებს, რომელიც აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას იძლევა. სხვა შემთხვევაში ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით წინასწარ გადახდის ვალდებულების წარმოშობას, რომელიც მოქმედებს აღნიშნული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. თუ ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტის დადგენა შეუძლებელია, კუთვნილი იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისას გამოიყენება აღნიშნული საქონლის დეკლარირების დღისთვის მოქმედი განაკვეთი. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 198 12. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობის შესრულებას ან რომელსაც განზრახული აქვს, შეღავათით შემოტანილი საქონელი ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით გამოიყენოს, ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს საბაჟო ორგანოს. 13. იმ დაწესებულების ან ორგანიზაციის მფლობელობაში დარჩენილი საქონელი, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობის შესრულებას, ექვემდებარება იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით დაბეგვრას, რომელიც მოქმედებს აღნიშნული პირობის შესრულების შეწყვეტის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. 14. შეღავათით მოსარგებლე დაწესებულების ან ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით გამოყენებული საქონელი ექვემდებარება იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით დაბეგვრას, რომელიც მოქმედებს საქონლის სხვა დანიშნულებით გამოყენების დაწყების მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. |