Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 22 აკრძალული გარიგებები და მუშაობის მეთოდები. 2. კომერციულ ბანკს არ აქვს უფლება, რომელიმე კლიენტთან დადოს ისეთი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სესხის გაცემის ან რაიმე საბანკო მომსახურების გაწევის პირობაა ამ ბანკის ან მისი რომელიმე მონათესავე საწარმოს არასაბანკო მომსახურების შესყიდვა ან გამოყენება, თუ კლიენტს არ მიეცა აღნიშნული არასაბანკო მომსახურების სხვა მომწოდებლისგან მიღების შესაძლებლობა. 3. კომერციული ბანკის მაკონტროლებელ პირს/ადმინისტრატორს ეკრძალება ისეთი ქმედების განხორციელება, რომლის შედეგად კომერციული ბანკისგან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით იგი დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად დომინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ან/და რომელიც არასაბანკო სექტორში კონკურენციის შეზღუდვას გამოიწვევს. 4. კომერციული ბანკის მაკონტროლებელი პირი და ადმინისტრატორი ვალდებული არიან, უზრუნველყონ ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება და არ დაუშვან საკუთარი ინტერესების კომერციული ბანკის ინტერესებზე მაღლა დაყენება ან თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება. კომერციული ბანკის მაკონტროლებელ პირს/ადმინისტრატორს, რომელსაც ხელი მიუწვდება არასაჯარო ინფორმაციაზე, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს გარკვეული ინვესტიციის ღირებულებაზე, ეკრძალება ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად გამოყენება. |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 22 5. ამ მუხლის მოთხოვნების შესასრულებლად კომერციული ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს არასაჯარო ინფორმაციის მართვასთან დაკავშირებული ადეკვატური პოლიტიკის, პროცედურებისა და ტექნიკური სისტემების დანერგვა და მონიტორინგი. აღნიშნული უნდა უზრუნველყოფდეს კომერციულ ბანკთან, მის მაკონტროლებელ პირებთან და ადმინისტრატორებთან დაკავშირებული მხარეებისთვის ინფორმაციის არასათანადო გადინების შეზღუდვას. 6. ამ მუხლის მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა). 7. ამ მუხლის მოთხოვნების შესასრულებლად ეროვნული ბანკი კომერციული ბანკის აქციონერებს, მაკონტროლებელ პირებსა და ადმინისტრატორებს სამართლებრივი აქტით დაუდგენს აკრძალულ გარიგებებსა და მათთან მუშაობის მეთოდებთან დაკავშირებულ წესებს და განუსაზღვრავს შესაბამის საზედამხედველო ზომებს ან/და სანქციებს (ფულად ჯარიმას). საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 წ ., მუხ .125 |