FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  41

5. საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს ცენტრი, თუ გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგად სხვა რამ არ დადგინდება.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  41

საქართველოს საზღვრების გარეთ საქმიანობისა და სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გამოწვეული გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა.
1. სააგენტო უფლებამოსილია ჩაერთოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში იმ შემთხვევაში, თუ სხვა სახელმწიფოსგან მიიღებს შეტყობინებას ამ სახელმწიფოში საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით საქართველოს გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ.
2. სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იწყებს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სათანადო საფუძველი, რომ სხვა სახელმწიფოში საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება ზემოქმედებას მოახდენს საქართველოს გარემოზე, და ამის შესახებ შეტყობინება სხვა სახელმწიფოსგან მიღებული არ არის.
3. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შემდეგ სააგენტო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე მართავს კონსულტაციებს იმ სახელმწიფოსთან, სადაც საქმიანობა ან სტრატეგიული დოკუმენტი ხორციელდება.
4. სხვა სახელმწიფოსთან კონსულტაციების გამართვამდე სააგენტო აცნობებს ცენტრს ამ მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების შესახებ. ცენტრი უზრუნველყოფს ამ კოდექსის IV თავით დადგენილი წესით საზოგადოების ინფორმირებას იმ ტერიტორიაზე, რომელიც ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას ექვემდებარება.