Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ article 5 საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების კომპეტენცია გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში. 1. საქართველოს კონსტიტუციით გეოდეზია და კარტოგრაფია განეკუთვნება მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას. 2. საქართველოს მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ბ) ქვეყნის ტერიტორიაზე გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის კოორდინირება ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის გატარების მიზნით; გ) საქართველოში გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების კოორდინირება; დ) კოორდინატებისა და სიმაღლეების, გრავიმეტრიული გაზომვების, აგრეთვე სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების, მასშტაბების რიგითობის ერთიანი სახელმწიფო სისტემის დადგენა; ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში თავის საქმიანობას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით. 4. საქართველოს სხვა სახელმწიფო ორგანოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების კომპეტენცია გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |