Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 592 ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა. 1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში მუშაკთა გადამზადების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ფარგლებში დოკუმენტაციის წარმოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ შეტყობინების მარეგულირებელი ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. 3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ფარგლებში ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და მონიტორინგის ხელსაწყოების გამოყენების ვალდებულების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 4. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ფარგლებში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის გამო მუშაკის ან/და სამედიცინო დასხივების დროს პაციენტის დაუსაბუთებელი დასხივება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 592 5. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული ობიექტის, ბირთვული მასალის, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების ან/და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) უზრუნველყოფის მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 200 ლარის ოდენობით. 6. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გაფართოების შესახებ შეტყობინებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მარეგულირებელი ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. 7. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების დროს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების დარღვევის ან/და რადიაციულ ავარიაზე რეაგირების გეგმის შეუსრულებლობის გამო მოსახლეობის დასხივება ან/და გარემოს დაბინძურება, რასაც არ გამოუწვევია და არც შეეძლო გამოეწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 800 ლარის ოდენობით. 8. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გარეშე მაიონებელი გამოსხივების მაგენერირებელი წყაროებისადმი (გენერატორებისადმი) მოპყრობა – |