Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 6 გზშ-ის ძირითადი ეტაპები. 1. გზშ-ის ძირითადი ეტაპებია: ა) ამ კოდექსის მე-8 და მე-9 მუხლებით განსაზღვრული სკოპინგის პროცედურა; ბ) საქმიანობის განმახორციელებლის ან კონსულტანტის მიერ გზშ-ის ანგარიშის მომზადება ამ კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად; გ) საზოგადოების მონაწილეობა; დ) სააგენტოს მიერ გზშ-ის ანგარიშში ასახული ინფორმაციის, საჭიროების შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი დამატებითი ინფორმაციის, საზოგადოების მონაწილეობისა და უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების დროს მიღებული ინფორმაციის შეფასება; ე) ექსპერტიზის ჩატარება ამ კოდექსის VI თავის შესაბამისად; ვ) საჭიროების შემთხვევაში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელება ამ კოდექსის V თავის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გზშ-ის ძირითადი ეტაპების დასრულების შემდეგ სააგენტო გასცემს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ან ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. |