Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 24 ტვირთის მიტანის ადგილის (მისამართის) შეცვლა. 1. ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) წერილობითი განცხადების საფუძველზე რკინიგზა ცვლის ტვირთის მიტანის ადგილს (მისამართს) – ტვირთმიმღებს ან გადასაზიდად მიღებული ტვირთის დანიშნულების რკინიგზის სადგურს. მიტანის ადგილი იცვლება დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. 2. პირი, რომლის განცხადების საფუძველზედაც მოხდა ტვირთის მიტანის ადგილის შეცვლა, პასუხისმგებელია თავდაპირველი ტვირთმიმღების წინაშე ამ ცვლილებით გამოწვეული შედეგებისათვის და ვალდებულია, მოაწესრიგოს ანგარიშსწორება ტვირთგამგზავნს, თავდაპირველ ტვირთმიმღებსა და ფაქტობრივ ტვირთმიმღებს შორის. 3. საბაჟო კონტროლისადმი დაქვემდებარებული ტვირთის მიტანის ადგილი იცვლება მხოლოდ შესაბამისი საბაჟო ორგანოს თანხმობით. თუ ამგვარი ტვირთის გადაზიდვა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ეკოლოგიურ მდგომარეობას, მატარებელთა მოძრაობასა და სახანძრო უსაფრთხოებას, აღნიშნული ტვირთის მიტანის ადგილი იცვლება საბაჟო ორგანოს თანხმობის მიუღებლად, რის შესახებაც ამ ორგანოს რკინიგზა აცნობებს. |