FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  200

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის.
1. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის − მეურვის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით.
2. მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30 კალენდარული დღით ადრე ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანებას, რომლითაც განსაზღვრავს მეურვეობის კანდიდატთა მიერ განაცხადების წარდგენის ვადას – არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  200

3. კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 დღისა პარლამენტის დადგენილებით იქმნება 9 წევრისგან შემდგარი საკონკურსო კომისია. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციებთან, უფრაქციო პარლამენტის წევრებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს სახალხო დამცველთან კონსულტაციების შედეგად პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისიის წევრთა კანდიდატურებს. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოების (აკადემიური წრეების) წარმომადგენლები. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო და რომლითაც განისაზღვრება მეურვეობის კანდიდატთა და მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების შეფასების კრიტერიუმები.
4. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს საკონკურსო კომისიის შემადგენლობას.
5. ყველას აქვს უფლება, წარადგინოს მეურვის კანდიდატურა. მეურვეობის კანდიდატთა მიერ განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს კანდიდატთა სია ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  200

6. საკონკურსო კომისია მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევს კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატთა შეფასების დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრება საკონკურსო კომისიის დებულებით. მეორე ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების განხილვის და მათთან გასაუბრების შედეგად. კანდიდატთა შერჩევის შემდეგ საკონკურსო კომისია ფრაქციებს, საქართველოს სახალხო დამცველსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას.
7. საკონკურსო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების საჯარო განხილვა. კანდიდატი ვალდებულია საკონკურსო კომისიას წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია, რომელიც საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს საჯარო დებატებში, რომლებიც გაიმართება პარლამენტის მიერ მეურვეთა არჩევამდე და გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  200

8. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია/ფრაქციები, სამს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ის ფრაქციები, რომლებშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული, და სამს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ასარჩევად წარუდგენს/წარუდგენენ პარლამენტს. აღნიშნული სუბიექტები მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევენ და მეურვეთა კანდიდატურებს წარადგენენ შემდეგი რიგითობით: თავდაპირველად – საქართველოს სახალხო დამცველი, შემდეგ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, შემდეგ – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციები და ბოლოს – საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია/ფრაქციები. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შერჩეული მეურვეთა კანდიდატურების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქართველოს სახალხო დამცველი. ფრაქციების მიერ შერჩეული მეურვეთა კანდიდატურების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებებს ხელს აწერენ შესაბამისი ფრაქციების თავმჯდომარეები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული მეურვეთა კანდიდატურების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  200

9. საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები კანდიდატურებს წარუდგენენ პარლამენტს.
10. საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 10 დღისა პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ცალ-ცალკე ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის/ფრაქციების და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების მიერ წარდგენილ კანდიდატებს. თუ ვაკანსია ერთზე მეტია და ისინი უნდა შეივსოს საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის კვოტებით, ჯერ აირჩევა კანდიდატი საქართველოს სახალხო დამცველის კვოტით, შემდეგ – კანდიდატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კვოტით, შემდეგ – კანდიდატი საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით და ბოლოს – კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  200

11. თუ მეურვეობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისთვის საკმარისი ხმები, საქართველოს სახალხო დამცველი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია/ფრაქციები და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციები 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენენ პარლამენტს ახალ კანდიდატურებს.
12. მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს შეუძლიათ პარლამენტს წარუდგინონ 3 კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა მხოლოდ ორჯერ შეიძლება.
13. თუ მეურვეობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისთვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა. ყველაზე მეტი ხმის მიმღები კანდიდატი აირჩევა საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის კვოტებით.
14. თუ მეურვეობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრით − მეურვით ვერ დაკომპლექტდა, დარჩენილი ვაკანტური ადგილებისთვის ხელახალი კონკურსი იმართება.