Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ article 10 კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმება, მოქმედების შეჩერება და ხელახალი ამოქმედება. 1. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში მისი ხელახალი ამოქმედება დაუშვებელია. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმების შემდეგაა შესრულებული/დასმული, ბათილია. 2. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმებისას, მოქმედების შეჩერებისას და ხელახალი ამოქმედებისას უნდა მიეთითოს შესაბამისი დრო და თარიღი, რომლებიც ეყრდნობა საერთაშორისო კოორდინირებულ დროსთან (UTC) დაკავშირებულ დროის ზუსტ წყაროს. დაუშვებელია ამ მოქმედებების წარსული დროისა და თარიღის მითითებით განხორციელება. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელმა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმება, მოქმედების შეჩერება და ხელახალი ამოქმედება შესაბამისი დროისა და თარიღის მითითებით, დაუყოვნებლივ უნდა აღრიცხოს. |
ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ article 10 3. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია მისი მომსახურების მომხმარებელს შესთავაზოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მომსახურება, რომელიც სერტიფიკატის მოქმედების დროებით შეჩერებას გულისხმობს. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მომენტში გამოაქვეყნოს ინფორმაცია მისი შეჩერების შესახებ და უზრუნველყოს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა აღნიშნული სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მთელი პერიოდის განმავლობაში. 4. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მოქმედება ჩერდება: ა) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე; ბ) საზედამხედველო ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე; გ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ, შინაგანაწესით განსაზღვრულ შემთხვევაში; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. |
ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ article 10 5. იმ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის ხელახალი ამოქმედების მოთხოვნა, რომლის მოქმედებაც შეჩერდა, შეუძლია აღნიშნული სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ინიციატორს ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირს. 6. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი უქმდება: ა) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე; ბ) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებიდან 10 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, თუ ამ პერიოდში აღნიშნული სერტიფიკატი ხელახლა არ ამოქმედდა; გ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ, შინაგანაწესით განსაზღვრულ შემთხვევაში; დ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემისა და მომსახურების მიწოდების უფლებამოსილება სხვა პირს არ გადაეცა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. |
ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ article 10 7. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელმა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მფლობელს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმების, მოქმედების შეჩერებისა და ხელახალი ამოქმედების შესახებ. |