Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 117 კონკურენცია ენერგეტიკულ ბაზარზე. 1. კომისია უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის არსებობისა და განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნას, ენერგეტიკული ბაზრის შემზღუდველი ქმედებების დროულად გამოვლენასა და აღმოფხვრას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად კომისია ზედამხედველობს ენერგეტიკულ ბაზარს და საჭიროების შემთხვევაში ატარებს ენერგეტიკული ბაზრის კვლევას: ა) საქართველოს მთავრობის, სამინისტროს, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოთხოვნით; ბ) ენერგეტიკული ბაზრის მონაწილის მოთხოვნით, თუ მას ბაზრის შემზღუდველი ქმედების შედეგად ადგება უშუალო ქონებრივი ზიანი, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც აქვს; გ) საკუთარი ინიციატივით. 3. ენერგეტიკული ბაზრის კვლევა მოიცავს: ა) ენერგეტიკული ბაზრის განსაზღვრებას (მომსახურების, პროდუქციის მიწოდების ან/და გეოგრაფიულ არეალებს); ბ) ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული კონკურენციის ეფექტიანობის ანალიზს, კონცენტრაციის მონაცემებსა და შეფასებას (მათ შორის, თითოეული ენერგეტიკული საწარმოს საბაზრო წილისა და რამდენიმე საწარმოს შორის არსებული კონკურენციის დონის შეფასებას); |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 117 გ) ინფორმაციას ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირებთან დაკავშირებით ამ კანონის 118-ე მუხლის შესაბამისად; დ) ენერგეტიკული ბაზრის კვლევის შედეგებსა და გადაწყვეტილებას ან რეკომენდაციას ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მარეგულირებელი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე. 4. ენერგეტიკული ბაზრის კვლევა ხორციელდება კომისიის მიერ დამტკიცებული ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესებისა და კვლევის ჩატარების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად. 5. ენერგეტიკული ბაზრის კვლევა ხორციელდება კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით, საქართველოს კანონმდებლობისა და ენერგეტიკული გაერთიანების რეგულაციების ან/და რეკომენდაციების შესაბამისად, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. 6. კომისია ენერგეტიკული ბაზრის კვლევისთვის მართავს ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ საჯარო კონსულტაციებს. კომისია აანალიზებს საჯარო კონსულტაციებისას მიღებულ კომენტარებსა და რეკომენდაციებს და კომისიის ვებგვერდზე აქვეყნებს მათ ერთიანი მიმოხილვის სახით შესაბამის განმარტებებთან ერთად. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 117 7. ენერგეტიკული ბაზრის კვლევის განხორციელების ვადაა 7 თვე, რომელიც აითვლება ენერგეტიკული ბაზრის კვლევის ჩატარების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღების დღიდან. კომისია უფლებამოსილია სათანადოდ დასაბუთებული, გონივრული აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 4 თვით. კომისია უზრუნველყოფს ენერგეტიკული ბაზრის კვლევის დროულ და ეფექტიან განხორციელებასა და დასრულებას. 8. ენერგეტიკული ბაზრის კვლევა დასრულდება კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებით, რომელიც უნდა უპასუხებდეს ენერგეტიკული ბაზრის კვლევის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ კომპონენტებს. მარეგულირებელი ზომების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ან რეკომენდაცია შეიძლება ითვალისწინებდეს: ა) ენერგეტიკული საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებას; ბ) დაჯარიმებას; გ) ბაზრის გახსნის წამახალისებელი ზომების გამოყენებას ამ კანონის 115-ე მუხლის შესაბამისად; დ) ენერგეტიკული ბაზრის მონაწილის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისთვის მიმართვას; ე) ენერგეტიკული ბაზრის ერთი ან ერთზე მეტი მონაწილისთვის ენერგეტიკულ ბაზარზე მონაწილეობის დროებით აკრძალვას. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 117 9. ენერგეტიკული ბაზრის კვლევის შედეგები და კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება წარედგინება საქართველოს მთავრობას, სამინისტროს, სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს და ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე. |