Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ article 28 1. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს უფლება აქვს, გამოიყენოს მის სახელზე გაცემული სამორინის, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის ან/და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებზე არსებული სალაროები (არსებობის შემთხვევაში). 2. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს უფლება აქვს, სხვა პირებზე გაცემული სამორინის, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის ან/და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებზე მოაწყოს სალაროები. 3. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს უფლება აქვს, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში მოაწყოს ამ კანონის მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალარო. |