Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი article 142 მისაღები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 1. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ა) „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“; ბ) „ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“; გ) „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“; დ) „სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ“; ე) „მშენებლობის ორგანიზებისა და მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ“; ვ) „საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“; ზ) „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“; თ) (ამოღებულია - 20.12.2019, №5693); ი) „მშენებლობის განმახორციელებელი პირის მიერ მშენებლობის პროცესის ამსახველი დოკუმენტაციის წარმოების წესის შესახებ“; კ) „შენობა-ნაგებობის მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“; ლ) „არქიტექტორების, ინჟინერ-მშენებლებისა და მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი ექსპერტების სერტიფიცირების წესის შესახებ“; |
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი article 142 მ) „აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს და სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების წესისა და მათი პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ“; ნ) (ამოღებულია - 20.12.2019, №5693); ო) „სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ“. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“, „ზ“ და „ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები მიღებულ იქნეს 2019 წლის 3 ივნისამდე. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მიღებულ იქნეს 2021 წლის 30 დეკემბრამდე. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მიღებულ იქნეს 2022 წლის 1 მარტამდე. 5. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მიღებულ იქნეს 2020 წლის 1 აპრილამდე. 6. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები მიღებულ იქნეს 2020 წლის 1 მაისამდე. 7. ამ მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მიღებულ იქნეს 2022 წლის 1 მარტამდე. |
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი article 142 8. ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მიღებულ იქნეს 2022 წლის 1 იანვრამდე. 9. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს ევროკავშირის 92/57/EEC დირექტივის მოთხოვნები. 10. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს ევროკავშირის 305/2011 რეგულაციით განსაზღვრული მოთხოვნები. 11. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 3 ივნისამდე უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა. 12. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა. |