FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  32

სამსახურის ხელმძღვანელობა.
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი (ბრძანება) და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი.
2. სამსახურის უფროსს 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:
    ა) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
    ბ) მძიმე სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენა;
    გ) სამსახურებრივი მოვალეობის ზედიზედ 4 თვის განმავლობაში შეუსრულებლობა;
    დ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
    ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
    ვ) სამსახურის უფროსის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;
    ზ) პირადი განცხადება;
    თ) გარდაცვალება.
4. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები. სამსახურის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.