FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 9

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

article  2

კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება – სააგენტოს მიერ სადაზვერვო საქმიანობისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე, რომელზედაც არ ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით გადაცემული სატელეკომუნიკაციო ნაკადის მონიტორინგი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის, სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით;
    ბ) ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიება – სააგენტოს მიერ სადაზვერვო საქმიანობისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ კონკრეტული საკომუნიკაციო აღჭურვილობის ტექნიკური იდენტიფიკატორის მეშვეობით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით გადაცემული სატელეკომუნიკაციო შეტყობინებების მონიტორინგი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის, სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით;
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

article  2

გ) ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებები: გ.ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143-1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები; გ.ბ) „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებები; გ.გ) ამ კანონით გათვალისწინებული სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიება;
    დ) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა სააგენტოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული, ნახევრად სტაციონარული ან არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით;
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

article  2

ე) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – წინასწარ განსაზღვრული არქიტექტურითა და დადგენილი ინტერფეისებით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსებით/მონტაჟით;
    ვ) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების დროებითი ან მუდმივი განთავსებით/მონტაჟით;
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

article  2

ზ) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე მიერთების გარეშე, სპეციალური ტექნიკური ან/და პროგრამული საშუალებების გამოყენებით;
    თ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ-60“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპანია;
    ი) „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 -1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კონტროლის ელექტრონული სისტემა (შემდგომ – კონტროლის ელექტრონული სისტემა) – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც იძლევა:
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

article  2

ი.ა) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებულ ბრძანებათა ზედამხედველი მოსამართლისთვის მიწოდების, აღნიშნულ ბრძანებათა გამიჯვნისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143-1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ინიციირებულ ბრძანებათა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის გაგზავნის შესაძლებლობას; ი.ბ) ზედამხედველი მოსამართლის მიერ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 14-6 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას; ი.გ) (ამოღებულია - 30.12.2021, №1316);
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

article  2

კ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას, მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემის მიერ აღსრულებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების ზედამხედველი მოსამართლისთვის ავტომატურად მიწოდებას, ამ მონაცემების კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას, მიღებული შედეგების ავტომატურ შედარებას და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143-1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელებული ქმედების ლოგირების მონაცემების პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის გაგზავნას;
    ლ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის (შემდგომ – მონაცემთა ცენტრალური ბანკი) კონტროლის ელექტრონული სისტემა – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს:
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

article  2

ლ.ა) მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ზედამხედველ მოსამართლესთან არსებული ინფრასტრუქტურისთვის ავტომატურად მიწოდებას, აღნიშნული მონაცემების დამუშავებას, გამიჯვნას, აგრეთვე ზედამხედველი მოსამართლისთვის – „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედებების ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის – ყველა სხვა განხორციელებული აქტივობის ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების რეალურ დროში მიწოდებას; ლ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მომხმარებლისა და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების გამოთხოვის თაობაზე ლოგირების მონაცემების პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის რეალურ დროში მიწოდებას;
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

article  2

მ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – წინასწარ განსაზღვრული არქიტექტურითა და დადგენილი ინტერფეისებით მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის რეალურ დროში მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსებით/მონტაჟით;
    ნ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის რეალურ დროში მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე მიერთების გარეშე, სპეციალური ტექნიკური ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებით;
    ო) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურაში უზრუნველყოფს:
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

article  2

ო.ა) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის/დეაქტივაციის შესახებ ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ზედამხედველ მოსამართლესთან არსებული ინფრასტრუქტურისთვის მიწოდებას, აღნიშნული მონაცემების დამუშავებას, გამიჯვნას, აგრეთვე ზედამხედველი მოსამართლისთვის – „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის – ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის/დეაქტივაციის შესახებ ყველა სხვა ინიციირებული ბრძანების ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების რეალურ დროში მიწოდებას; ო.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრის ლოგირების მონაცემების პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის რეალურ დროში მიწოდებას.