Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
მეწარმეთა შესახებ article 224 მნიშვნელოვანი გარიგების დადების წესი. 1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია მნიშვნელოვანი გარიგების დადებამდე მიიღოს სამეთვალყურეო საბჭოს ან საერთო კრების, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − არააღმასრულებელი ხელმძღვანელი პირის ან საერთო კრების თანხმობა, იმის მიხედვით, თუ როგორ ანაწილებს ასეთი გარიგების დადების თანხმობისთვის ორგანოთა შორის კომპეტენციას კანონი ან წესდება. 2. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იმ მნიშვნელოვანი გარიგების დადებაზე თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ღირებულება შეადგენს სააქციო საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულების 25-დან 50 პროცენტამდე, იღებს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო ან საერთო კრება, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − არააღმასრულებელი ხელმძღვანელი პირი ან საერთო კრება. 3. იმ მნიშვნელოვანი გარიგების დადებაზე თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ღირებულება შეადგენს სააქციო საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულების 50 პროცენტზე მეტს, იღებს საერთო კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. |
მეწარმეთა შესახებ article 224 4. მნიშვნელოვანი გარიგების დადებაზე თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მონაცემებს იმ პირის თაობაზე, რომელიც ამ გარიგების მხარეა, აგრეთვე ინფორმაციას აღნიშნული გარიგების ღირებულების, საგნისა და სხვა არსებითი პირობების შესახებ. 5. თუ მნიშვნელოვანი გარიგება შეიცავს ინტერესთა კონფლიქტის შემცველი გარიგების ნიშნებს, მის მიმართ გამოიყენება ამ კანონით ინტერესთა კონფლიქტის შემცველი გარიგებისთვის დადგენილი ნორმები. 6. მნიშვნელოვანი გარიგება, რომლის მიმართ დარღვეულია ამ კანონით დადგენილი ნორმები ქონების ღირებულების განსაზღვრის ან თანხმობის გაცემის წესის შესახებ, საცილოა იმ შემთხვევაში, თუ გარიგების მეორე მხარემ იცოდა, რომ ეს გარიგება მნიშვნელოვანი გარიგების დადებისთვის დადგენილი წესების დარღვევით დაიდო. |
მეწარმეთა შესახებ article 224 7. თუ სააქციო საზოგადოება რეგისტრაციიდან 2 წლის განმავლობაში სააქციო საზოგადოების აქციონერისგან შეიძენს აქტივს, რომლის ღირებულება შეადგენს საკუთარი განთავსებული კაპიტალის არანაკლებ 10 პროცენტს, ამ გარიგებასთან დაკავშირებით უნდა შედგეს დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში. ეს ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს ამ კანონის 152-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების შესაბამისად. იგი უნდა დაამტკიცოს საერთო კრებამ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარიგება დაიდო სააქციო საზოგადოების ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში ან საფონდო ბირჟაზე განხორციელებულ შესყიდვასთან დაკავშირებით. |