Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
კონკურენციის შესახებ article 9 კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისები. 1. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დებულებები შეიძლება არ იქნეს გამოყენებული იმ შეთანხმების მიმართ, რომელიც ხელს უწყობს წარმოების ან/და მიწოდების გაუმჯობესებასა და ტექნიკურ-ეკონომიკურ პროგრესს, ამასთანავე, უზრუნველყოფს მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდას, თუ ეს დებულებები: ა) შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს არ უწესებს ისეთ შეზღუდვას, რომელიც არ არის დაკავშირებული ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევასთან; ბ) შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს საშუალებას არ აძლევს, აღკვეთონ კონკურენცია შესაბამისი ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დასაბუთება ევალებათ შესაბამის ეკონომიკურ აგენტებს. 3. კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან ჯგუფური გამონაკლისები, რომლებიც დაკავშირებულია შეთანხმების კონკრეტულ სახესთან, დგინდება განსაზღვრული ვადით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. |
კონკურენციის შესახებ article 9 მუხლი 10. სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობა სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება: ა) კავშირის, ასოციაციის, გაერთიანების ან სხვა სახის სამეწარმეო სტრუქტურის შექმნა, თუ ეს იწვევს კონკურენციის შესუსტებას ან შეზღუდვას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) ეკონომიკური აგენტისთვის ისეთი შეღავათის დაწესება, რომელიც მას კონკურენტებთან ან პოტენციურ კონკურენტებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს და ზღუდავს კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) ეკონომიკური აგენტის ეკონომიკური საქმიანობის ან/და დამოუკიდებლობის აკრძალვა, შეჩერება ან სხვაგვარად შეფერხება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) საქონლის წარმოების ან რეალიზაციის მონოპოლიზაციისთვის სახელმწიფო სტრუქტურის შექმნა ან არსებული სახელმწიფო სტრუქტურისთვის ისეთი უფლებამოსილების მინიჭება, რომელიც შეზღუდავს კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ე) ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ეკონომიკურ აგენტს დომინანტურ მდგომარეობას უქმნის, რაც არსებითად ზღუდავს თავისუფალ ფასწარმოქმნასა და კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. |
კონკურენციის შესახებ article 9 საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6893 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. მუხლი 10-1. მარეგულირებელი ქმედების კონკურენტული ეფექტის შეფასება კონკურენციის პროცესის ადვოკატირების უზრუნველსაყოფად სააგენტო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე აფასებს ეკონომიკის სფეროსთან დაკავშირებულ მისაღებ გადაწყვეტილებებსა და სამართლებრივ აქტებს, განსახორციელებელ საპრივატიზებო და საინვესტიციო პროექტებს მათი ამ კანონთან შესაბამისობის დადგენისათვის. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. |
კონკურენციის შესახებ article 9 მუხლი 11. კონცენტრაცია 1. კონცენტრაცია არის: ა) ორი ან ორზე მეტი დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის შერწყმა, რის შედეგადაც ერთი ეკონომიკური აგენტი წარმოიქმნება; ბ) ფასიანი ქაღალდების ან წილის შეძენით, ხელშეკრულებებით ან სხვა საშუალებებით ერთ ან რამდენიმე ეკონომიკურ აგენტზე პირდაპირი ან ირიბი, სრული ან ნაწილობრივი კონტროლის მოპოვება სხვა ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტის მიერ ან სხვა ისეთი ერთი ან რამდენიმე პირის მიერ, რომელიც/რომლებიც ამ კანონის მიზნებისთვის არ არის/არ არიან მიჩნეული ეკონომიკურ აგენტად/ეკონომიკურ აგენტებად და რომელიც/რომლებიც უკვე აკონტროლებს/აკონტროლებენ სულ მცირე ერთ ეკონომიკურ აგენტს; გ) ერთობლივი საწარმოს შექმნა, თუ იგი ხანგრძლივად ასრულებს დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის ყველა ფუნქციას. 2. კონცენტრაციის მიზნებისთვის კონტროლის განსახორციელებლად გამოიყენება ის უფლებები, ხელშეკრულებები ან სხვა საშუალებები, რომლებიც ცალ-ცალკე ან ერთად ქმნის ეკონომიკურ აგენტზე არსებითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, კერძოდ: ა) ეკონომიკური აგენტის წილის ფლობა, ამ წილის ან/და მისი აქტივების სრულად ან ნაწილობრივ გამოყენების უფლება; ბ) უფლება (ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება და სხვა), რომელიც იძლევა ეკონომიკური აგენტის მმართველი ორგანოების შემადგენლობაზე, ხმის უფლებასა და გადაწყვეტილებაზე არსებითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას. 3. კონცენტრაცია, რომელიც არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე, თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან. 4. კონცენტრაცია, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე, დაუშვებელია. 5. თუ კონცენტრაცია წარმოქმნის ან აძლიერებს დომინანტურ მდგომარეობას, ივარაუდება, რომ ასეთი კონცენტრაცია არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეკონომიკური აგენტი საპირისპიროს დაასაბუთებს. 6. იმ პირების კონცენტრაციის რეგისტრაციისთვის, რომლებსაც ეკისრებათ ამ კანონის 111 მუხლით განსაზღვრული კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების ვალდებულება, აუცილებელია არსებობდეს სააგენტოს გადაწყვეტილება მოსალოდნელი კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის შესახებ. სააგენტოს უარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კონცენტრაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია. 7. თუ განსახორციელებელი კონცენტრაციის შედეგად მოსალოდნელია ეფექტიანი კონკურენციის არსებითი შეზღუდვა, კონცენტრაციის მხარემ/მხარეებმა შეიძლება სააგენტოს შესთავაზოს/შესთავაზონ ოპერაციის ცვლილების (მოდიფიკაციის) განხორციელება სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების სახით. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოდიფიკაციის შედეგად კონცენტრაცია დააკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ სააგენტოს გადაწყვეტილებაში შეიძლება მითითებული იყოს ინფორმაცია კონცენტრაციის მხარის/მხარეების მიერ განსახორციელებელი სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების თაობაზე და მისი განხორციელების ვადა. 9. თუ კონცენტრაცია განხორციელდა და კონცენტრაციის მხარემ/მხარეებმა შესაბამის ვადაში არ განახორციელა/არ განახორციელეს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიება, სააგენტო მას/მათ აკისრებს ჯარიმას ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად. სააგენტო, კონცენტრაციის მხარისთვის/მხარეებისთვის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, სასამართლოს წარუდგენს შუამდგომლობას თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს შეიძლება დაეკისროს/დაეკისროთ სხვადასხვა ვალდებულება, მათ შორის, საწარმოს, წილის, აქტივების, ფასიანი ქაღალდების ან მათი ნაწილის გასხვისების, რეორგანიზაციის განხორციელების, კონკრეტული ხელშეკრულების შეწყვეტის ვალდებულებები. ამასთანავე, კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს განესაზღვრება/განესაზღვრებათ ვადა დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად. |
კონკურენციის შესახებ article 9 მუხლი 11-1. კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება 1. სააგენტოს წინასწარ წერილობით, სრულყოფილად უნდა წარედგინოს შეტყობინება იმ კონცენტრაციის თაობაზე, რომლის მონაწილე მხარეების როგორც ინდივიდუალური, ისე ჯამური ერთობლივი შემოსავალი კონცენტრაციის განხორციელების წინა ფინანსური წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე აღემატება კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობას. 2. კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესი მტკიცდება სააგენტოს სამართლებრივი აქტით. 3. სააგენტოს მიერ კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვისთვის დაწესებული საფასური შეადგენს 5 000 ლარს, რომელიც შეიტანება სააგენტოს ბიუჯეტში. 4. სააგენტო კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს, ექცევა თუ არა დაგეგმილი კონცენტრაცია ამ კანონის რეგულირების სფეროში, და ამის შესახებ აცნობებს აღნიშნული შეტყობინების წარმდგენ პირს/პირებს. 5. თუ დაგეგმილი კონცენტრაცია ექცევა ამ კანონის რეგულირების სფეროში, სააგენტო კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვას იწყებს კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია აღნიშნული შეტყობინება კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან არაუგვიანეს 25 სამუშაო დღისა განიხილოს და მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ; ბ) კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, თუ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შესაძლებელია დაგეგმილი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადი არ იყოს ან თუ, საქმის სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა შესაბამისი საკითხის დამატებით შესწავლა. 7. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიუღებლობა დადებით პასუხად მიიჩნევა. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე და დაინტერესებულ პირს საკუთარი მოსაზრებების სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენის შესაძლებლობას აძლევს. აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებისას დაცული უნდა იქნეს კონცენტრაციის მონაწილე პირთა შესახებ მონაცემების კონფიდენციალურობა. ამასთანავე, ეს ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს მხარეთა ვინაობის/დასახელების, კონცენტრაციის საგნისა და ეკონომიკის სფეროს/ბაზრის თაობაზე, რომელსაც ეხება დაგეგმილი კონცენტრაცია. 9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება განიხილოს კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა. ამ ვადაში სააგენტოს მიერ აღნიშნულ შეტყობინებაზე პასუხის გაუცემლობა დადებით პასუხად მიიჩნევა. 10. სააგენტოს უფლება აქვს, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარმდგენ პირს/პირებს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა და განუსაზღვროს მისი წარდგენის ახალი ვადა, რაც ამ მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების შეჩერების საფუძველია. 11. ამ მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვამდე ან სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე კონცენტრაციის განხორციელება აკრძალულია. 12. სააგენტოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კონცენტრაციის განხორციელება აკრძალულია. 13. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარუდგენლობის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრება კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს არ ათავისუფლებს სააგენტოსთვის აღნიშნული შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან. სააგენტო, კონცენტრაციის მხარისთვის/მხარეებისთვის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, განსაზღვრავს ამ შეტყობინების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები. 14. სააგენტოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, კონცენტრაციის მხარის/მხარეების მიერ კონცენტრაციის განხორციელებისას ან/და ამ მუხლის მე-11 ან მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის შედეგად უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო, კონცენტრაციის მხარისთვის/მხარეებისთვის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, სასამართლოს წარუდგენს შუამდგომლობას თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს შეიძლება დაეკისროს/დაეკისროთ სხვადასხვა ვალდებულება, მათ შორის, საწარმოს, წილის, აქტივების, ფასიანი ქაღალდების ან მათი ნაწილის გასხვისების, რეორგანიზაციის განხორციელების, კონკრეტული ხელშეკრულების შეწყვეტის ვალდებულებები. ამასთანავე, კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს განესაზღვრება/განესაზღვრებათ ვადა დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად. |
კონკურენციის შესახებ article 9 მუხლი 11-2. კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება 1. კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში სააგენტოსთვის კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ: ა) კონცენტრაცია გადახდისუუნარობის შედეგია და ხორციელდება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, აგრეთვე ლიკვიდაციის პროცესში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პროცესში კონტროლს მოიპოვებს ვალაუვალი საწარმოს კონკურენტი საწარმო ან ის ჯგუფი, რომელსაც ვალაუვალი საწარმოს კონკურენტები მიეკუთვნებიან; ბ) კონტროლი მოიპოვება დროებით, იმ პირობით, რომ არ იქნება გამოყენებული წილის ფლობით მოპოვებული უფლებები (მათ შორის, ხმის უფლება), გარდა ინფორმაციის მიღების, წილის/აქციების გაყიდვისა და დივიდენდის მიღების უფლებებისა და სესხის უზრუნველყოფის შემთხვევაში საკუთრებაში მიღების უფლებისა; გ) კონცენტრაცია ურთიერთდამოკიდებულ პირებს ეხება. 2. თუ კონცენტრაციის მონაწილე ყველა მხარე ეკონომიკის ერთი რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტია, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს ეკონომიკის აღნიშნული რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, ამ მუხლით განსაზღვრული კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძვლების გათვალისწინებით. 3. ამ მუხლის მიზნებისთვის ერთი მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ეკონომიკის რეგულირებადი სფეროები ეკონომიკის ერთ რეგულირებად სფეროდ მიიჩნევა. |