FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

article  16

ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო და საცალო რეალიზაცია.
1. ფარმაცევტული პროდუქტის საცალო რეალიზაციას ახორციელებენ ავტორიზებული აფთიაქი , აფთიაქი (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი ), საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – ფარმაცევტული განათლების მქონე პერსონალი ან დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის სუბიექტი ფიზიკური პირი .
2. ავტორიზებული აფთიაქი ექვემდებარება სანებართვო კონტროლს და მასში დაშვებულია პირველი , მეორე და მესამე ჯგუფებისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების რეალიზაცია , აგრეთვე ფარმაცევტული პროდუქტის ოფიცინალური ან მაგისტრალური რეცეპტით მომზადება .
3. აფთიაქში (სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტში ) დაშვებულია მეორე და მესამე ჯგუფებისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების რეალიზაცია , ხოლო საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში – მხოლოდ მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია . ამასთანავე , შესაძლებელია იყოს როგორც განცალკევებული , იზოლირებული აფთიაქი (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი ) ცალკე შესასვლელით , ისე საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში განთავსებული აფთიაქი (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი ) იზოლირებული ფართობის სახით .
წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

article  16

4. ფარმაცევტულ პროდუქტზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით ფარმაცევტული განათლების მქონე პერსონალს ან დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს განახორციელოს ფარმაცევტული პროდუქტის (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტისა ) საცალო რეალიზაცია სოფლისა და დაბის ტიპის დასახლებაში .
5. ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დაწყება და დასრულება ექვემდებარება სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინებას ; შეტყობინების ფორმასა და წესს ამტკიცებს მინისტრი .
6. ნებართვას არ საჭიროებს სამედიცინო მომსახურების გამწევი სუბიექტის მიერ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული იმ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენება , რომელიც სამედიცინო მომსახურების ნაწილია .
7. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისათვის ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო პირობები და ამ პროდუქტის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით .
8. აკრძალულია ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია ბაზარსა და ბაზრობაზე , აგრეთვე ღია ტიპის სავაჭრო ობიექტიდან და არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან .
წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

article  16

9. აკრძალულია ამ კანონის 11-2 მუხლის მიხედვით პირველი და მეორე ჯგუფებისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების არასრულწლოვანთათვის მიყიდვა.
10. აკრძალულია შემდეგი ფარმაცევტული პროდუქტების ურეცეპტოდ გაყიდვა:
    ა) პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის;
    ბ) მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის.
11. აკრძალულია ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაცია ან/და საცალო რეალიზაცია (გარდა იმპორტთან, ექსპორტთან ან/და რეექსპორტთან დაკავშირებული ოპერაციებისა) მის რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასად.