FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

article  200

მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა.
1. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
    ა) არაერთგზის;
    ბ) დიდი ოდენობით;
    გ) პირთა ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
    ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
    ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

article  200

მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა. .
1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება, როდესაც აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება აღემატება ორი ათას ლარს.
2. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება ხუთი ათასი ლარის ზევით, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – ასეთი საქონლის ღირებულება ათი ათასი ლარის ზევით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

article  200

-1. ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება.
1. ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
    ა) არაერთგზის;
    ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;
    გ) დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

article  200

-1. ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება. .
4. იგივე ქმედება, ჩადენილი:
    ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
    ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
    გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

article  200

-2. აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და მათი სხვა პირისათვის გადაცემა.
1. პირის მიერ აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის იმპორტიორის მიერ აქციზური მარკები საქონელზე დასატანად გადაეცემა იმპორტირებული აქციზური საქონლის მწარმოებელს,– ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 თვემდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
    ა) არაერთგზის;
    ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;
    გ) დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი:
    ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
    ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
    გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.