Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 3 კომუნიკაციის არხები და საშუალებები. 1. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით დადგენილი კომუნიკაციის არხებითა და საშუალებებით. 2. თუ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულება ან ინდივიდუალური შეთანხმება არ ადგენს კომუნიკაციის არხებსა და საშუალებებს, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება პირდაპირი არხებით, თუკი შესაბამისი უცხო სახელმწიფოს ეროვნული სამართალი სხვაგვარ მოთხოვნას არ აწესებს. 3. ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების შემთხვევაში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს დიპლომატიური არხები. 4. თუ შესაბამისი უცხო სახელმწიფოს ეროვნული სამართალი სხვაგვარ მოთხოვნას არ აწესებს, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების პროცესში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებები ან სხვა ისეთი საშუალებები, რომლებიც იძლევა გაგზავნილი/მიღებული მასალის წერილობით წარდგენისა და ავთენტურობის დადგენის შესაძლებლობას, აგრეთვე საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) არხები. |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 3 5. შესაბამისი თხოვნის შემთხვევაში ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის საშუალებებითა და არხებით მიწოდებული მასალა შემდგომ შესაძლებელია დადასტურდეს დოკუმენტის ორიგინალის ან დამოწმებული ასლის წარდგენით. |