FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

article  38

1. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:
    ა) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა;
    ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს ეროვნული არქივისათვის შესაბამისი ქონების გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს:
    ა) შემდეგი ბრძანებების გამოცემა: ა.ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“; ა.ბ) „საქმისწარმოებისა და დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“; ა.გ) „დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებით შენახვის ზღვრული ვადების შესახებ“; ა.დ) „ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვის წესის შესახებ“; ა.ე) „ეროვნული საარქივო ფონდის სახელმწიფო საკუთრების დოკუმენტებთან დაშვების წესის შესახებ“;
    ბ) მოქმედი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

article  38

3. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა უზრუნველყოს „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილებების შეტანა.
4. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ადგილობრივი არქივის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების – ადგილობრივი არქივების დაფინანსება 2010 წლის 1 იანვრამდე.
5. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსების გამოყოფა 2008–2013 წლებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვისა და სადაზღვევო ფონდის შექმნის მიზნით.