Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნოტარიატის შესახებ article 40 აღსრულება სანოტარო დოკუმენტის საფუძველზე. 1. ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) ნოტარიუსის ვინაობას, რომელსაც ის მიმართავს განცხადებით; ბ) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების ვინაობას/სახელწოდებებს; გ) მონაცემებს შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების მოცულობის შესახებ; დ) მითითებას იმის შესახებ, რომ შეუსრულებელი მოთხოვნა, რომლის აღსასრულებლადაც უნდა გაიცეს სააღსრულებო ფურცელი, არ არის დამოკიდებული განმცხადებლის მიერ რაიმე საპასუხო (სანაცვლო) ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ე) განმცხადებლის ხელმოწერას. 2. ამ მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე. 3. სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე ამ პუნქტით განსაზღვრული თანამიმდევრობით უფლებამოსილია: ა) ნოტარიუსი, რომელმაც სანოტარო წესით დაადასტურა გარიგება, ან ამ ნოტარიუსის შემცვლელი პირი; |
ნოტარიატის შესახებ article 40 ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში − სხვა მოქმედი ნოტარიუსი. 4. აღსრულება დაიშვება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის დედნის საფუძველზე. სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის დამოწმებულ ასლს (დუბლიკატს) გასცემს ნოტარიუსი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანამიმდევრობით, ხოლო დუბლიკატის ამ წესით გაცემის შეუძლებლობისას – საქართველოს ნოტარიუსთა პალატა. 5. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამასთანავე, სააღსრულებო ფურცლის ან/და იმ სანოტარო დოკუმენტის გასაჩივრება, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, არ აჩერებს აღსრულებას. 6. სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი დგინდება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციით“. |