FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

article  31

ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა, მომსახურებისათვის დაწესებული ვადის ათვლა და გადახდილი საფასურის დაბრუნება.
1. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ვადები და საფასურის განაკვეთები განისაზღვრება სამინისტროს აქტით.
2. დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სამინისტროს აქტით დადგენილი საფასური.
3. სამინისტროს აქტით მომსახურებისათვის დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო სამუშაო დღე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება სამინისტროს აქტით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურების გაწევაზე.
5. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი განისაზღვრება სამინისტროს აქტით.