Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 231 საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ბეჭდური ნაწარმოების ნებადართული გამოყენება ბეჭდური ნაწარმოების კითხვისთვის საჭირო უნარის დარღვევის მქონე პირის სასარგებლოდ. 1. ამ მუხლით განსაზღვრული წესი ვრცელდება მართლზომიერი გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ იმ ბეჭდურ ნაწარმოებზე, რომელიც ბენეფიციარისა და ავტორიზებული პირისთვის კანონიერადაა მისაწვდომი. ამ მუხლის მიზნებისთვის ბეჭდური ნაწარმოები არის ტექსტის სახით (ციფრული ფორმითა და მატერიალური ფორმით) ან აუდიოფორმატით ხელმისაწვდომი, საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ნაწარმოები, სიმბოლო და მათთან დაკავშირებული ილუსტრაციები. 2. ამ მუხლით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება ბეჭდური ნაწარმოების იმ მისაწვდომ ფორმატზე, რომელიც ადგილობრივ სამოქალაქო ბრუნვაში კომერციულადაა ჩართული. ეს შეზღუდვა აღნიშნული ბეჭდური ნაწარმოების სხვა მისაწვდომ ფორმატზე არ ვრცელდება. დავის შემთხვევაში ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი ვალდებულია დაამტკიცოს ბეჭდური ნაწარმოების მისაწვდომი ფორმატის ადგილობრივ სამოქალაქო ბრუნვაში კომერციულად ჩართვის ფაქტი. ამ მუხლით გათვალისწინებული ბეჭდური ნაწარმოების ნებადართული გამოყენება კომერციული ინტერესის მქონე სუბიექტის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვით ხორციელდება. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 231 3. ბენეფიციარს უფლება აქვს, ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის წინასწარი თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე მოიპოვოს (მიიღოს) ბეჭდური ნაწარმოების მისაწვდომი ფორმატის ასლი ადგილობრივი ავტორიზებული პირისა და შესაბამის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოში აღიარებული ავტორიზებული პირისგან. ამასთანავე, ბენეფიციარს ან/და მის კანონიერ წარმომადგენელს, პერსონალურ ასისტენტს, მხარდამჭერს, მზრუნველს უფლება აქვს, განახორციელოს ბეჭდური ნაწარმოების მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირება ბენეფიციარის მიერ ამ ნაწარმოების პირადი მიზნით სარგებლობისთვის. ამ პუნქტით განსაზღვრული რეპროდუცირების პროცესში დასაშვებია ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის, მზრუნველის, პერსონალური ასისტენტის მიერ მისთვის დახმარების გაწევა. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 231 გ) ბენეფიციართა რაოდენობის, პარტნიორი ავტორიზებული პირების (ავტორიზებული პირები, რომლებიც მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებულ ბეჭდურ ნაწარმოებებს ერთმანეთს უცვლიან) საკონტაქტო ინფორმაციის, აგრეთვე თავის სისტემაში დაცული, მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ნაწარმოების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობა. 8. ავტორიზებული პირი ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ბენეფიციართა პერსონალური მონაცემების დაცვით აწვდის „საქპატენტს“, რომელიც მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას თავს უყრის და აქვეყნებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. ინფორმაციის განახლების შემთხვევაში ავტორიზებული პირი ვალდებულია განახლებული ინფორმაცია ახალი გარემოების წარმოშობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს „საქპატენტს“. „საქპატენტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობისთვის პასუხისმგებელია ავტორიზებული პირი. ავტორიზებული პირის მიერ „საქპატენტისთვის“ ინფორმაციის მიწოდების წესი განისაზღვრება „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 231 9. „საქპატენტი“ ვალდებულია საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე უზრუნველყოს ადგილობრივი ავტორიზებული პირების ჩამონათვალისა და მათი საკონტაქტო ინფორმაციის, აგრეთვე თავის ხელთ არსებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე სახელმწიფოებში აღიარებული ავტორიზებული პირების ჩამონათვალისა და მათი საკონტაქტო ინფორმაციის მისაწვდომი და კონსოლიდირებული ფორმით საჯაროდ ხელმისაწვდომობა. 10. ავტორიზებული პირი ვალდებულია ბენეფიციარის, სხვა ავტორიზებული პირის ან საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ინფორმაცია: ა) თავის სისტემაში დაცული, მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ბეჭდური ნაწარმოებების შესახებ; ბ) პარტნიორი ავტორიზებული პირების დასახელებებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. 11. ბეჭდური ნაწარმოების მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირება ამ ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლების დაცვით უნდა განხორციელდეს. ამასთანავე, ნებადართულია ისეთი ცვლილების განხორციელება, რომელიც აუცილებელია მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ბეჭდური ნაწარმოების შესაქმნელად. 12. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესების საპირისპირო სახელშეკრულებო დათქმა ბათილია. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 231 13. ამ მუხლის დებულებების აღსრულებისას ბენეფიციართა პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ავტორიზებული პირი უფლებამოსილია ამ მუხლისა და ამ კანონის 23-2 მუხლის მიზნებისთვის დაამუშაოს ბენეფიციარის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებული პირის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ ცნობა (ცნობის გაცემის/შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების საფუძვლის ჩათვლით). |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 231 4. ავტორიზებული პირი უფლებამოსილია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის წინასწარი თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე, მაგრამ გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით განახორციელოს ამ ნაწარმოების რეპროდუცირება მისაწვდომ ფორმატში, მოიპოვოს (მიიღოს) ამ ფორმატის ასლი სხვა ადგილობრივი ავტორიზებული პირისა და შესაბამის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოში აღიარებული ავტორიზებული პირისგან, უზრუნველყოს თავის სისტემაში დაცული, მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ბეჭდური ნაწარმოების ნებისმიერი საშუალებით ხელმისაწვდომობა (გადაცემა, გაცვლა, გავრცელება) ადგილობრივი ბენეფიციარებისა და შესაბამის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოში მყოფი ბენეფიციარებისთვის, აგრეთვე სხვა ადგილობრივი ავტორიზებული პირისა და შესაბამის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოში აღიარებული ავტორიზებული პირისთვის. ამ პუნქტით განსაზღვრული ყველა ქმედება ხორციელდება არაკომერციული მიზნით და ექსკლუზიურად ბენეფიციართა მიერ გამოსაყენებლად. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 231 5. ავტორიზებული პირი უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ხარჯების დასაფარავად სხვა ადგილობრივი ავტორიზებული პირისგან მიიღოს ანაზღაურება მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, თუ ეს საქართველოს კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. ავტორიზებული პირის მიერ ამ პუნქტის შესაბამისად მიღებული შემოსავალი ამ მუხლით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებას უნდა მოხმარდეს. 6. საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ მას ამ მუხლით დადგენილი წესის დარღვევით ზიანი მიადგა. არაარსებითი ზიანი არ გაითვალისწინება. 7. ავტორიზებული პირი იღებს სათანადო ზომებს, რათა უზრუნველყოს: ა) თავის სისტემაში დაცული, მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ბეჭდური ნაწარმოების მხოლოდ ბენეფიციარისა და ავტორიზებული პირისთვის ხელმისაწვდომობა; ბ) ბეჭდური ნაწარმოების უკანონო რეპროდუცირების, მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ბეჭდური ნაწარმოების უკანონო ხელმისაწვდომობისა (გადაცემა, გაცვლა, გავრცელება) და მოპოვების (მიღების) თავიდან აცილება; |