Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 10
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 7 საქმიანობის სკრინინგი. 1. ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობისთვის გზშ-მდე ხორციელდება სკრინინგის პროცედურა, გარდა ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია საქმიანობის დაგეგმვის შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე სააგენტოს წარუდგინოს დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადება და სააგენტოსგან მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს, გარდა ამ მუხლის მე-3, მე-12 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 7 საქმიანობის სკრინინგი. . 2. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოს შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე წარუდგინოს დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადება და სააგენტოსგან მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს, გარდა ამ კოდექსის მე-5 მუხლის 12 -1 ნაწილითა და ამ მუხლის მე-3, მე-12 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 7 საქმიანობის სკრინინგი. . . 3. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისადმი დაქვემდებარებული ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების მიზნით ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო აუქციონის გამოცხადებამდე სკრინინგის განცხადებით მიმართავს სააგენტოს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 4. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი სკრინინგის განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს: ა) მოკლე ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის შესახებ; ბ) ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის მახასიათებლების თაობაზე, დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის შესახებ, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით (shp-ფაილთან ერთად), აგრეთვე ამ მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შესაძლო ზემოქმედების ხასიათის თაობაზე; |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 7 6. სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 10 დღისა და არაუგვიანეს 15 დღისა სააგენტო შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს: ა) საქმიანობის მახასიათებლები: ა.ა) საქმიანობის მასშტაბი; ა.ბ) არსებულ საქმიანობასთან ან/და დაგეგმილ საქმიანობასთან კუმულაციური ზემოქმედება; ა.გ) ბუნებრივი რესურსების (განსაკუთრებით – წყლის, ნიადაგის, მიწის, ბიომრავალფეროვნების) გამოყენება; ა.დ) ნარჩენების წარმოქმნა; ა.ე) გარემოს დაბინძურება და ხმაური; ა.ვ) საქმიანობასთან დაკავშირებული მასშტაბური ავარიის ან/და კატასტროფის რისკი; ბ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი და მისი თავსებადობა: ბ.ა) ჭარბტენიან ტერიტორიასთან; ბ.ბ) შავი ზღვის სანაპირო ზოლთან; ბ.გ) ტყით დაფარულ ტერიტორიასთან, სადაც გაბატონებულია საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები; ბ.დ) დაცულ ტერიტორიებთან; ბ.ე) დასახლებულ ტერიტორიასთან; ბ.ვ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსა და სხვა ობიექტთან; ბ.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ლანდშაფტურ, სარეკრეაციო და სატყეო ტერიტორიებთან (ზონებთან); გ) საქმიანობის შედეგად გარემოზე შესაძლო ზემოქმედება: გ.ა) ზემოქმედების ტრანსსასაზღვრო ხასიათი; გ.ბ) ზემოქმედების შესაძლო ხარისხი და კომპლექსურობა. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 7 ა) საქმიანობის მახასიათებლები: ა.ა) საქმიანობის მასშტაბი; ა.ბ) არსებულ საქმიანობასთან ან/და დაგეგმილ საქმიანობასთან კუმულაციური ზემოქმედება; ა.გ) ბუნებრივი რესურსების (განსაკუთრებით – წყლის, ნიადაგის, მიწის, ბიომრავალფეროვნების) გამოყენება; ა.დ) ნარჩენების წარმოქმნა; ა.ე) გარემოს დაბინძურება და ხმაური; ა.ვ) საქმიანობასთან დაკავშირებული მასშტაბური ავარიის ან/და კატასტროფის რისკი; ბ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი და მისი თავსებადობა: ბ.ა) ჭარბტენიან ტერიტორიასთან; ბ.ბ) შავი ზღვის სანაპირო ზოლთან; ბ.გ) ტყით დაფარულ ტერიტორიასთან, სადაც გაბატონებულია საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები; ბ.დ) დაცულ ტერიტორიასთან; ბ.ე) დასახლებულ ტერიტორიასთან; ბ.ვ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსა და სხვა ობიექტთან; ბ.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ლანდშაფტურ, სარეკრეაციო და სატყეო ტერიტორიებთან (ზონებთან); გ) საქმიანობის შედეგად გარემოზე შესაძლო ზემოქმედება: გ.ა) ზემოქმედების ტრანსსასაზღვრო ხასიათი; |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 7 7. სკრინინგის გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“. 8. თუ სკრინინგის პროცედურის დასრულების შემდეგ სააგენტო დაადგენს, რომ დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს არ ექვემდებარება, განმცხადებელი ვალდებულია დაიცვას საქართველოში არსებული გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები და გარემოსდაცვითი ნორმები. 9. სკრინინგის პროცედურის დასრულების შემდეგ, ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. 10. სააგენტო სკრინინგის პროცედურის დასრულებიდან 1 დღის ვადაში დასაბუთებულ სკრინინგის გადაწყვეტილებას უგზავნის ცენტრს. ცენტრი ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 4 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი ეგზემპლარის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 7 11. თუ სკრინინგის პროცედურის განხორციელებისას დადგინდება, რომ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, გამოიყენება ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებული პროცედურა. 12. ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის ან/და ამავე კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია სააგენტოს ერთდროულად წარუდგინოს სკრინინგის განცხადება და სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადება ამ კოდექსის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად. თუ სააგენტო სკრინინგის პროცედურის საფუძველზე დაადგენს, რომ საქმიანობა გზშ-ს ექვემდებარება, იგი იმავე გადაწყვეტილებით, ამ კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 7 13. თუ საქმიანობის განმახორციელებელი გეგმავს სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელებას და მიაჩნია, რომ ამ საქმიანობისთვის აუცილებელია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა, იგი უფლებამოსილია სააგენტოს სკრინინგის ეტაპის გავლის გარეშე, ამ კოდექსის მე-8 მუხლით დადგენილი წესით წარუდგინოს სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადება. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 7 გ) ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე ინფორმაციას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობისა და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ და აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე შესაძლო ზემოქმედების თაობაზე. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 7 5. სააგენტო სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 1 დღის ვადაში ამ განცხადებას უგზავნის ცენტრს. ცენტრი აღნიშნული განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი ეგზემპლარის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოებას უფლება აქვს, სკრინინგის განცხადების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 7 დღის ვადაში სააგენტოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით. სააგენტო იხილავს საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. |