FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

article  10

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი.
1. წინადადებებს გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ სამთავრობო კომისიას წარუდგენენ სახელმწიფო ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოები და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოები, აგრეთვე საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ფიზიკური და იურიდიული პირები. შემოსული წინადადებისა და მასთან ერთად წარმოდგენილი მასალების განხილვის წესი და თანამიმდევრობა განისაზღვრება გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებით.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მათი ადმინისტრაციული ცენტრების, აგრეთვე სხვა ტერიტორიული ერთეულების, მუნიციპალიტეტებისა და მათი ადმინისტრაციული ცენტრების სახელდება ხდება სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის წარდგინებითა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, ხოლო საქართველოს სხვა ქალაქების, დასახლებული პუნქტებისა და სახელმწიფო საზღვარზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდება, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტებისა, – სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

article  10

3. სახელწოდებებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტებისა, რომლებიც განლაგებულია აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიებზე, სამთავრობო კომისია დამატებით ათანხმებს შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, ხოლო თუ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, მაშინ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული დასახლებების, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას ახორციელებენ მუნიციპალიტეტები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობის შესაბამისად და სამთავრობო კომისიის თანხმობით.
5. გადაწყვეტილება საქართველოს ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მიიღება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სამართლებრივი აქტით და სამთავრობო კომისიის თანხმობით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სამართლებრივი აქტით.
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

article  10

6. სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოები და მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან,  კომპეტენციის შესაბამისად გეოგრაფიული ობიექტის − მუნიციპალიტეტის, დასახლების, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის − სახელდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში ინფორმაცია გაუგზავნონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საქართველოს 2014  წლის  7 მარტის  კანონი №2096 - ვებგვერდი, 14.03.2014წ.