Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 47 ინსპექტირება ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების სფეროში. 1. შეთანხმებიდან და დამატებითი ოქმიდან გამომდინარე, მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დანიშნულ ინსპექტორებს აქვთ ნებისმიერ ობიექტზე ან მის ნაგებობაში დაშვების, აგრეთვე ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შემოწმების უფლება. 2. შეთანხმებიდან და დამატებითი ოქმიდან გამომდინარე, რეგულირებადი საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი პირი ვალდებულია საშუალება მისცეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დანიშნულ ინსპექტორებს, გაატარონ ღონისძიებები, რათა საქართველომ შეასრულოს ზემოხსენებული დოკუმენტებით ნაკისრი ვალდებულებები. |