FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

article  6

ჟ) საზღვაო გემებსა და საზღვაო მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომელთა მიწერის ადგილი საქართველოს ტერიტორიაა;
    რ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იმ იურიდიული პირების შენობებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას;
    ს) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების შენობებზე;
    ტ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებზე;
    უ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებზე.
2. საქართველოს სახელმწიფო დროშა გამოიფინება:
    ა) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ემსახურება საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს წარმომადგენლობებს;
    ბ) საქართველოში მიმდინარე ოფიციალურ საერთაშორისო ღონისძიებებზე;
    გ) საზღვაო გემებზე, შიგა მიმოსვლის გემებსა და მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომლებზედაც, როგორც ოფიციალური პირები, იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან სხვა პირები, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფოს, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები.
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

article  6

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებათა ხელმძღვანელები განსაზღვრავენ თავიანთ დაწესებულებებში საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენებისა და დაცვის სხვა შემთხვევებს და პასუხისმგებელი არიან საქართველოს სახელმწიფო დროშის მოვლა-პატრონობისთვის. საქართველოს 2020  წლის 15 ივლისის კანონი №7007 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

article  6

საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა და გამოფენა. 1. საქართველოს სახელმწიფო დროშა მუდმივად აღმართულია:
    ა) საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაზე;
    ბ) საქართველოს პარლამენტის შენობაზე;
    გ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შენობებზე;
    დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაზე;
    ე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობაზე;
    ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის შენობაზე;
    ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენობაზე;
    თ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შენობაზე;
    ი) საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობაზე;
    კ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაზე;
    ლ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე;
    მ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების შენობებზე, აგრეთვე იმ შენობებზე, სადაც იმართება ამ ორგანოთა სესიები, – სესიების მიმდინარეობის პერიოდში;
    ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შენობებზე;
    ო) მუნიციპალიტეტის ორგანოების შენობებზე, აგრეთვე იმ შენობებზე, სადაც იმართება ამ ორგანოთა სხდომები, – სხდომების მიმდინარეობის პერიოდში;
    პ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე;