Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ article 42 კულტურული ფასეულობის გადაადგილება და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის საკითხის საერთაშორისო რეგულირება. კულტურული ფასეულობის გადაადგილებისა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის საერთაშორისო რეგულირების მიზნით სახელმწიფო ვალდებულია: ა) აღკვეთოს თავის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმის, არქივის, ბიბლიოთეკისა და სხვა ანალოგიური დაწესებულების მიერ უცხო სახელმწიფოში შექმნილი იმ კულტურული ფასეულობის შეძენა, რომელიც უკანონოდაა შემოტანილი ან შეძენილი; ბ) მიიღოს აუცილებელი ზომები უცხო სახელმწიფოს მოთხოვნით ყოველი ისეთი კულტურული ფასეულობის მისაგნებად და დასაბრუნებლად, რომელიც შემოტანილია საქართველოს ტერიტორიაზე, იმ აუცილებელი პირობით, რომ კეთილსინდისიერი მყიდველისათვის კომპენსაციის სრული ანაზღაურების გარანტი არის უცხო სახელმწიფო, თუ ასეთი კომპენსაციის გადახდა არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებს ან საქართველოს კანონმდებლობას. |