Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 9
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ article 29 1. თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს თამაშობების მოწყობის ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, აგრეთვე მოთამაშეთა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა; ბ) განახორციელოს გაცემულ მოგებათა რეგისტრაცია, შექმნას ელექტრონული ბაზა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია; გ) ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარდგენილი თამაშობის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესის შესაბამისად; დ) მოთხოვნის შემთხვევაში მოთამაშეს მისცეს წერილობითი ცნობა მოგების მიღების შესახებ; ე) მოთამაშის პრეტენზიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს თამაშობის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით)/სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით გათვალისწინებულ ვადაში; ვ) საიდუმლოდ შეინახოს მოთამაშის მიერ მოგებული ან წაგებული თანხების თაობაზე მონაცემები და მათ შესახებ ინფორმაცია გასცეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში; |
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ article 29 ზ) დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის/სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები და გადასახადები; თ) დროულად გადაიხადოს შერჩეული პირისთვის გადასახდელი საფასური/საფასურები; ი) არ დაუშვას დამატებითი პირობების მოთხოვნა მოგებულ მოთამაშეზე მოგების გაცემისას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ი-1) არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა; კ) შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები; ლ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის/სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების საქმიანობის შეწყვეტამდე/განახლებამდე წერილობით აცნობოს შემოსავლების სამსახურს ამ საქმიანობის შეწყვეტის/განახლების თაობაზე; მ) ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობის გადაზიდვის ოპერაციები განახორციელოს სპეციალიზებული საინკასაციო სამსახურების საშუალებით, თუ მისი ყოველთვიური შემოსავალი 10 000 ლარს აღემატება; |
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ article 29 ნ) სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებისას შემმოწმებელს შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები და მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ წარუდგინოს სანებართვო პირობებთან დაკავშირებული, საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია (გარდა ლატარიის ორგანიზატორისა); ო) კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვის ან/და ოპერირების მიზნით შემოსავლების სამსახურს ან/და შერჩეულ პირს შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, მიაწოდოს მოთხოვნილი დოკუმენტები/ინფორმაცია და უზრუნველყოს მათი დაშვება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე, აგრეთვე თამაშობების მოწყობისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისთვის ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებისთვის გამოსაყენებელ/გამოყენებულ ნებისმიერ და ყველა მოწყობილობასთან, მოთხოვნის შემთხვევაში მიაერთებინოს ელექტრონული კონტროლისთვის საჭირო მოწყობილობები მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ, თამაშობების მოწყობისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისთვის ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებისთვის გამოსაყენებელ/გამოყენებულ მოწყობილობებზე და მათთვის ხელმისაწვდომი გახადოს მის მიერ გამოყენებულ არსებით პროდუქციაში/მომსახურებაში არსებული ინფორმაცია; |
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ article 29 პ) სამორინე, აზარტული კლუბი, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორისთვის, ლოტოსთვის, ბინგოსთვის სპეციალურად მოწყობილი შენობა/ნაგებობა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება უზრუნველყოს მუდმივი დენის წყაროთი და აღჭურვოს სათამაშო დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ავტომატური ვიდეოტექნიკით. ეს ვიდეოტექნიკა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ვიდეოჩაწერა სათამაშო დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში უნდა მიმდინარეობდეს სამორინის, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე − მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლებიშესაბამისი ჩანაწერებით არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს. სალარო უნდა აღიჭურვოს ჯავშნიანი ფანჯრით და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით; |
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ article 29 ჟ) ლატარიის მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში უზრუნველყოს თითოეული მოთამაშის რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია (შემოწმება) ამ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; რ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში უზრუნველყოს მონაცემთა ბაზის დაცვა; ს) ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისთვის გაცემული შესაბამისი ნებართვის მისაღებად წარდგენილი სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობებისა და შეთანხმებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესის შესაბამისად; ტ) აზარტული ტურნირის ჩატარების შემთხვევაში უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, აგრეთვე მოთამაშეთა ინტერესების დაცვა; უ) პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე დაშვება ან/და თამაშობაში მონაწილეობა უზრუნველყოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში; |
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ article 29 უ-1) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიაში ან/და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები; უ-2) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს ამ პირის ხელახალი ვერიფიკაცია; ფ) შეასრულოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და აღნიშნული კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოვალეობები და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია; |
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ article 29 ქ) ლატარიის მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში თანხის ანგარიშზე შეტანა და ამ ანგარიშიდან გატანა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; ქ-1) თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; ღ) მოთამაშის პრეტენზიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს თამაშობის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის წესისა და ვადის შესაბამისად. 11. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის ნებართვისა) მფლობელი ვალდებულია თამაშობის მოწყობა/ორგანიზება განახორციელოს შერჩეული პირის მიერ მიწოდებული, შემოსავლების სამსახურის მიერ ავტორიზებული POS ტერმინალით. POS ტერმინალის ავტორიზაციის წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტით. 1-2. ლატარიის ორგანიზატორზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ზ“, „ი“−„კ“, „მ“, „ჟ“, „ს“, „ფ“, „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები. |
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ article 29 13. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“, „კ“−„ო“ და „ფ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები. 14. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი ვალდებულია გადაიხადოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასური. ამ საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. ლატარიის ორგანიზატორს, თამაშობის ორგანიზატორს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელს ეკრძალება მოთამაშის მიერ ფსონის განსათავსებლად (დასადებად) მასზე სესხის გაცემა. 3. ლატარიის ორგანიზატორს, თამაშობის ორგანიზატორს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელს ეკრძალება არასრულწლოვან პირთან შრომითი ხელშეკრულების დადება, რომლითაც ამ პირს ევალება თამაშობის ჩატარების ადგილზე მუშაობა, აგრეთვე თამაშობის ორგანიზების ან ჩატარების კონტროლი. |
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ article 29 4. თამაშობის ორგანიზატორი, რომელიც აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლისგან იღებს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას, ვალდებულია ამ თამაშობების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიღებამდე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელს მოსთხოვოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა და არ დაუშვას თავის საქმიანობაში ისეთი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების გამოყენება, რომელიც აღნიშნული ნებართვის მფლობელი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მიერ არ არის მიწოდებული. 5. ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს ამ კანონითა და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამ ვალდებულებათა შეუსრულებლობა სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა. |