FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  9

ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება.
1. ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია საქმიანობის განხორციელების, უსაფრთხოების, საკუთრების დაცვისა და საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნებისთვის და ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია ან დაკავშირებულია არაპროპორციულად დიდ ძალისხმევასთან, აგრეთვე კანონით დადგენილი წესით პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის, სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი პირის იდენტიფიკაციის, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, საერთაშორისო დაცვის განხორციელების, დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის კოორდინაციის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  9

2. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად მონაცემთა დამუშავებამდე წერილობით განსაზღვროს ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების მიზანი და მოცულობა, ამ მონაცემთა შენახვის ვადა, მათი შენახვისა და განადგურების წესი და პირობები, აგრეთვე მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმები.