Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 43 ბირთვული და რადიაციული ობიექტის დეკომისიის ზოგადი მოთხოვნები. 1. ამ კანონით განსაზღვრული ბირთვული და რადიაციული საქმიანობა უნდა დასრულდეს ბირთვული და რადიაციული ობიექტის დეკომისიით, გარდა შემდეგი ობიექტებისა: ა) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი, რომელიც ექვემდებარება დახურვას, შემდგომი კონტროლის დაწესების პირობით; ბ) ობიექტი, რომლის ყველა დანადგარის, მოწყობილობისა და კონსტრუქციის დაშლა რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნას არ გამოიწვევს; გ) ბუნებრივი რადიოაქტიური ნივთიერებების ინჟინრულად გამართული შესანახი. 2. დეკომისია უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს დიფერენცირებული მიდგომის საფუძველზე. 3. საქართველოს კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს დეკომისიის მოთხოვნები, მათ შორის: ა) უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი კრიტერიუმები, დეკომისიის საბოლოო მდგომარეობის პირობების ჩათვლით; ბ) რადიონუკლიდების შემცველი დანადგარების მარეგულირებელი კონტროლისაგან გათავისუფლების ლიმიტები და პირობები; გ) დეკომისიის დროს და დასრულებისას რადიოაქტიური მასალის ამოღების კრიტერიუმები. |