FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

მეწარმეთა შესახებ

article  60

სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნა.
1. პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე სამეწარმეო საზოგადოება შეიძლება გარდაიქმნას სხვა სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოებად. გარდაქმნის შემდეგ სამეწარმეო საზოგადოება აგრძელებს არსებობას ახალი სამართლებრივი ფორმით.
2. სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის შემთხვევაში ახალი სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები გამოიყენება გარდაქმნილი სამეწარმეო საზოგადოების მიმართ.
3. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები, კომანდიტური საზოგადოების კომპლემენტარები სოლიდარულად, პირადად, მთელი თავიანთი ქონებით აგებენ პასუხს აღნიშნული სამეწარმეო საზოგადოების იმ ვალდებულებებისთვის, რომლებიც სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნამდე წარმოიშვა, ამასთანავე, მოთხოვნა ვადამოსული გახდა მის გარდაქმნამდე ან მისი გარდაქმნიდან არაუგვიანეს 5 წლისა.