Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 21 სახელშეკრულებო ვალდებულებების ფინანსური გარანტიების დაფარვა. 1. ამ კანონით გათვალისწინებული ფინანსური გარანტია უნდა იყოს გემთმფლობელის მიერ გაფორმებული, ხოლო შესაბამისი თანხა − დაზღვევის ფორმით გადახდილი/ანაზღაურებული. ეს ფინანსური გარანტია სულ მცირე: ა) სრულად უნდა უზრუნველყოფდეს მეზღვაურის მიერ მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპენსაციის ყოველგვარი შეყოვნების/შეფერხების გარეშე მიღებას; ბ) უნდა უზრუნველყოფდეს, რომ მეზღვაურის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიმართ არ განხორციელდეს არანაირი იძულება მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები თანხის მიღებაზე თანხმობის განცხადების მიზნით; გ) უნდა უზრუნველყოფდეს მეზღვაურისთვის შუალედური გადახდის/გადახდების განხორციელებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული მეზღვაურის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩაყენება, როდესაც მეზღვაურის ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო მის მიერ მისაღები კომპენსაციის ზუსტად განსაზღვრა გართულებულია; დ) უნდა უზრუნველყოფდეს, რომ მეზღვაურის მიერ მისაღები არცერთი თანხა არ უზღუდავდეს მას სხვა უფლებებს. ამასთანავე, ეს თანხა შეიძლება გამოიყენოს გემთმფლობელმა მეზღვაურის მიერ მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც გამომდინარეობს მეზღვაურის სხვა საჩივრებიდან და წარმოშობილია იმავე შემთხვევიდან; |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 21 ე) უნდა უზრუნველყოფდეს, რომ მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპენსაცია შეიძლება მოითხოვოს თავად დაზარალებულმა მეზღვაურმა, მისმა უახლოესმა ნათესავმა, მეზღვაურის მიერ დანიშნულმა უფლებამონაცვლემ ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა. 2. სახელშეკრულებო მოთხოვნა არის ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც დაკავშირებულია საწარმოო ტრავმის, ავადმყოფობის ან საფრთხის შედეგად მეზღვაურის გარდაცვალებასთან ან მის მიერ შრომისუნარიანობის ხანგრძლივად დაკარგვასთან, როგორც ეს დადგენილია მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებითა და კოლექტიური ხელშეკრულებით, რომელიც ამ მეზღვაურზე ვრცელდება. 3. ფინანსური გარანტია უნდა შეესაბამებოდეს ყველა სახელშეკრულებო მოთხოვნას, რომლებიც წარმოიშობა დროის იმ მონაკვეთში, რომლისთვისაც არსებობს დოკუმენტური მტკიცებულება. |