Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 59 აღიარებული ტექნიკური რეგლამენტი. 1. ტექნიკური რეგლამენტის აღიარება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე და გულისხმობს საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეული ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვებას. 2. უცხოური ტექნიკური რეგლამენტის ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით საქართველოში იწარმოება კონკრეტული პროდუქტი. 3. საქართველოს მთავრობა აღიარებს უცხოური ტექნიკური რეგლამენტის მხოლოდ ტექნიკურ პარამეტრებს და შეიძლება აღიაროს მისი ადმინისტრაციული პროცედურები. 4. აღიარებული ტექნიკური რეგლამენტის ან მისი ნაწილის მოქმედება შეიძლება აიკრძალოს ან შეიზღუდოს კანონის საფუძველზე, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში. 5. აღიარებული ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს კანონმდებლობის ნაწილია. |