FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  23

გარიგებებისა და ვალდებულებების რეგისტრაცია.
1. კომერციული ბანკი ვალდებულია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვადით შეინახოს მის ნებისმიერ გარიგებასთან დაკავშირებული ყველა საბუთი, კერძოდ:
    ა) შუამდგომლობები და სახელშეკრულებო საბუთები, რომლებიც გარიგებას ეხება (კრედიტთან, გარანტიასთან და გირაოსთან დაკავშირებული შეთანხმებების ჩათვლით);
    ბ) ბანკის პარტნიორების (მსესხებლებისა და გარანტორების ჩათვლით) ფინანსური ჩანაწერები და სხვა დოკუმენტური მოწმობები, რომლებსაც ეყრდნობა ბანკი გარიგების დამტკიცებისას;
    გ) გარიგების დამტკიცების შესახებ ბანკის გადაწყვეტილების ხელმოწერილი ჩანაწერი;
    დ) ეროვნული ბანკის ნორმატივებით გათვალისწინებული სხვა საბუთები.
2. კომერციული ბანკი ვალდებულია კლიენტების, მათ მიერ და მათ ანგარიშებზე განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეინახოს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში. საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 წ ., მუხ .125