FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1282

. ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევა.
1. ხეტყის პირველადი გადამუშავება ტყის ტერიტორიაზე − გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
4. ხეტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება (გარდა ამ მუხლის მე-6−მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და ხეტყის კონფისკაციით ან უამისოდ. 5-1 . (ამოღებულია – 25.03.2013, №453 ). 5-2 . (ამოღებულია – 25.03.2013, №453 ).
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1282

6. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (მათ შორის, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) მოპოვებული ხე-მცენარის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხე-მცენარის კონფისკაციით ან უამისოდ.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხე-მცენარის კონფისკაციით.
8. სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესების დარღვევით ტრანსპორტირება ან ასეთი ხე-ტყის ნებისმიერი ფორმით გასხვისება − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1282

1. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დროებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე  ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება მასზე არსებულ ხეტყესთან/ხე-მცენარესთან ერთად და იგი გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და აღნიშნულ სადგომზე შენახვის ხარჯები სამართალდამრღვევს ეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს/მესაკუთრეს დაუბრუნდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ჯარიმის გადახდის, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის წარმოდგენის (საჭაპანო ტრანსპორტის შემთხვევაში მისი სარეგისტრაციო მოწმობის წარმოდგენა არ მოითხოვება) ან მინდობილობის წარმოდგენის შემთხვევაში, გარდა ამ კოდექსის 249-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყედ ჩაითვლება ხე-ტყე, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში (მათ შორის, უშუალოდ ტრანსპორტირებისას) არ აქვს სათანადო დოკუმენტი ან რომელიც იმავე დადგენილებით განსაზღვრული წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1282

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით ოქმის შემდგენი უფლებამოსილია დაათვალიეროს პირველადი გადამუშავების ადგილები, გააჩეროს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, ასევე მოითხოვოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და ბუნებრივი რესურსების წარმოშობის დოკუმენტები, ხოლო დარღვევის აღმოჩენისას მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.