Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნარჩენების მართვის კოდექსი article 23 არსებული ნაგავსაყრელი. 1. ამ კოდექსის ამოქმედების დროს არსებული ნაგავსაყრელი ფუნქციონირებას განაგრძობს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვა. ამ ნებართვის მფლობელი ვალდებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედების შემდეგ, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით მოითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა. 2. თუ არსებულ ნაგავსაყრელს არ აქვს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნებართვა, ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია „ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღებიდან 18 თვის ვადაში შეუთანხმოს სამინისტროს ნაგავსაყრელის ამ დადგენილებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანის გეგმა. აღნიშნულ პერიოდში ნაგავსაყრელი ფუნქციონირებას განაგრძობს. 3. სამინისტრო განიხილავს ნაგავსაყრელის ფუნქციონირების გაგრძელებისათვის ნაგავსაყრელის ოპერატორის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და „ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: |
ნარჩენების მართვის კოდექსი article 23 ა) თუ არსებული ნაგავსაყრელი გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს შეიცავს და ნაგავსაყრელის ოპერატორის მიერ ამ რისკის თავიდან აცილება შეუძლებელია, იგი დაიხურება ამ კოდექსის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 4 წლისა. იმავე ვადაში დაიხურება ის ნაგავსაყრელი, რომელზედაც არ იქნა წარდგენილი შესაბამისობაში მოყვანის გეგმა ოპერირების გაგრძელების მიზნით; ბ) თუ არსებული ნაგავსაყრელი გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს არ შეიცავს, მაგრამ მისი ამ კოდექსის და მისგან გამომდინარე დადგენილებების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია, იგი ფუნქციონირებას განაგრძობს სამინისტროს მიერ დადგენილი პირობებით. ასეთი ნაგავსაყრელი დაიხურება ამ მუხლით გათვალისწინებული დადგენილების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 8 წლისა; გ) თუ შესაძლებელია არსებული ნაგავსაყრელის ამ კოდექსის და მისგან გამომდინარე დადგენილებების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, მას შეიძლება მიეცეს საქმიანობის მოთხოვნილი ვადით გაგრძელების უფლება. |