Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 11
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 2 ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) რეფერენდუმი – საერთო-სახალხო გამოკითხვა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად, რომელიც იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; ბ) პლებისციტი – ფარული კენჭისყრის გზით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად, რომლის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა; გ) არჩევნები – საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა; დ) საერთო არჩევნები – მორიგი ან რიგგარეშე არჩევნები: დ.ა) მორიგი არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებითა და სათანადო კანონებით დადგენილ ვადებში; |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 2 თ) არჩევნების მეორე ტური – კენჭისყრა, რომელიც იმართება ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ვადებში, როდესაც არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა; ი) არჩევნების (კენჭისყრის) დღე – საერთო, შუალედური ან ხელახალი არჩევნების ჩატარების დღე, ასევე მეორე ტურის, განმეორებითი კენჭისყრის დღე; ი -1) საარჩევნო პერიოდი/სარეფერენდუმო პერიოდი − არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის ამოქმედების დღიდან შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების/რეფერენდუმის საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით დროის მონაკვეთი; კ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების არჩევნები პარტიული სიების საფუძველზე; ლ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების არჩევნები მაჟორიტარული ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით; მ) საარჩევნო უფლება – აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება; |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 2 ნ) აქტიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში, რეფერენდუმში, პლებისციტში; ო) პასიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად; ო -1) არჩევნებში/რეფერენდუმში მონაწილეთა ხმები − ამომრჩეველთა ხმების რაოდენობა, რომელიც დგინდება საარჩევნო ყუთში/ყუთებში არსებული ნამდვილი საარჩევნო ბიულეტენების ჯამის მიხედვით და არ მოიცავს ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით მიღებულ ხმებს; პ) საარჩევნო რეგისტრაცია – შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ პარტიების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების, პარტიული სიების, მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარული წესით წარდგენილ ცალკეულ კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით; ჟ) საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი – პირი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით წარდგენილია რეგისტრაციისათვის შესაბამის საარჩევნო კომისიაში; |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 2 რ) საარჩევნო სუბიექტი – შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული პარტია, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი; რ-1) (ამოღებულია - 02.07.2020, №6723); ს) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომ − ცესკო) და მისი აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიები (შემდგომ − უსკო) და მათი აპარატები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები; ტ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე – საარჩევნო კომისიის წევრი და აპარატის თანამშრომელი; უ) პარტია – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მოქმედი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულია არჩევნებში მონაწილეობის მიზნით; უ-1) (ამოღებულია - 02.07.2020, №6723); ფ) (ამოღებულია - 21.07.2018, №3266); ქ) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი – საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს მიერ რეგისტრირებული, საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრის მიერ წარდგენილი საქართველოს მოქალაქე; |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 2 ღ) მერობის კანდიდატი – მერის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე; ყ) პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ პარტიულ სიაში შეყვანილი საქართველოს მოქალაქე; შ) მაჟორიტარი კანდიდატი – მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საქართველოს მოქალაქე; ჩ) საარჩევნო ოლქი – სამოქმედო ტერიტორია (ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი), რომელშიც ხორციელდება არჩევნებისა და რეფერენდუმის ორგანიზება და ტარდება არჩევნები და რეფერენდუმი; ც) (ამოღებულია - 21.07.2018, №3266); ძ) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, რომელიც იქმნება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების მაჟორიტარული წესით ასარჩევად; |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 2 წ) საარჩევნო უბანი – ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი, რომელიც იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კენჭისყრისა და ხმების დათვლისათვის არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვისას; ჭ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო; საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულო, თვითმმართველი თემის საკრებულო, თვითმმართველი ქალაქის საკრებულო; ჭ -1) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერი; ხ) პოლიტიკური თანამდებობის პირი – საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრები და მათი მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრი და აღმასრულებელი ორგანო − მერი, სახელმწიფო რწმუნებული; |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 2 ჯ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ; ჰ) წინასაარჩევნო კამპანია – საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა; ჰ-1) წინასაარჩევნო აგიტაცია – ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა; |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 2 დ.ბ) რიგგარეშე არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო; ე) შუალედური არჩევნები – შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული არჩევნები, რომელიც ტარდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობის შესავსებად; ვ) ხელახალი არჩევნები – არჩევნები, რომლებიც მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება: ვ.ა) თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი კანდიდატი და ამ კანონით დადგენილი წესით მოიხსნა მისი კანდიდატურა; ვ.ბ) თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ვერც ერთმა საარჩევნო სუბიექტმა ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი, ან არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში; ვ.გ) თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით; ზ) განმეორებითი კენჭისყრა – კენჭისყრა, რომელიც განმეორებით იმართება იმ საარჩევნო უბანში (უბნებში), რომელშიც (რომლებშიც) ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგი; |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 2 ჰ-2) საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯები – საარჩევნო სუბიექტის/რეფერენდუმში მონაწილის საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ერთობლიობა, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა; ჰ-3) საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია – ინფორმაცია საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯების, უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონლისა და მომსახურების, შემოწირულების წყაროს, ოდენობის და მიღების თარიღის შესახებ; ჰ-4) საარჩევნო შემოწირულება – საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის დროს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხა, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის მატერიალური ფასეულობა და მომსახურება, გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო საეთერო დროის ღირებულებისა და კანონით დადგენილ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხისა; |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 2 ჰ-5) საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო კომისიაში შესული და საარჩევნო კომისიიდან გასული განცხადება, საჩივარი, წერილი, ოქმი, საარჩევნო ბიულეტენი, სპეციალური კონვერტი, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტი, საკონტროლო ფურცელი, სარეგისტრაციო ჟურნალი, ამომრჩეველთა სია, ამომრჩევლის ბარათი, საარჩევნო კომისიის წევრის ახსნა-განმარტება; ჰ -6) ბიომეტრიული რეგისტრაცია − ამ კანონით დადგენილი წესით ბიომეტრიული ფოტოსურათის გადაღება და პირადი მონაცემების აღრიცხვა (ანკეტირება), აგრეთვე საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ფლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირზე ეს დოკუმენტი გაიცა ამ კანონით დადგენილი წესით ბიომეტრიული რეგისტრაციის გავლის შემდეგ; ჰ -7) სააგიტაციო მასალა – პლაკატი, დროშა და ნებისმიერი სხვა მასალა, რომლებზედაც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი; ჰ -8) სააგენტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; ჰ -9) მხარდაჭერის მიმღები – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული პირები; |