Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 201 საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრების დანიშვნის წესი. 1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის 3 წევრი ინიშნება პარლამენტის წევრთაგან, ამ მუხლით დადგენილი წესით. 2. საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის 2 წევრს თავის წევრთაგან, თავის მიერვე დადგენილი წესით ნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ის ფრაქცია, რომელშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული, ხოლო 1 წევრს თავის წევრთაგან, თავის მიერვე დადგენილი წესით − საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ის ფრაქცია, რომელშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. თუ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი შესაბამისი ფრაქცია საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრს ვერ დანიშნავს, შესარჩევი კომისიის წევრის დანიშვნის უფლება თანამიმდევრობით მიენიჭებათ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ იმ ფრაქციებს, რომლებშიც სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. ფრაქციების წევრთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ ფრაქციას, რომლის პარტიამაც პარლამენტის არჩევნებში მეტი ხმა მიიღო. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 201 3. საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის ახალი წევრი უნდა დაინიშნოს ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო შესაბამისი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. თუ შესარჩევი კომისიის ახალი წევრის დანიშვნისას ამ მუხლით განსაზღვრული ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ვადები შესაბამისი დროით გაგრძელდება. |