Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი article 4 რისკის ანალიზის პრინციპი. 1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ზომები და ქმედებები რისკის ანალიზს უნდა ეფუძნებოდეს. 2. რისკის ანალიზი მოიცავს სამ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს: ა) რისკის შეფასება; ბ) რისკის კომუნიკაცია; გ) რისკის მართვა. 3. რისკის ანალიზთან დაკავშირებული ღონისძიებებია: ა) შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისათვის და სხვა დაინტერესებულ მხარეთათვის სამეცნიერო დასკვნის საჭიროებისამებრ წარდგენა; ბ) რისკის შეფასებისა და სახელმწიფო კონტროლის მეთოდოლოგიის შემუშავების ხელშეწყობა და კოორდინირება; გ) სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების საჭიროებისამებრ მოკვლევა, შეგროვება, აღრიცხვა და ანალიზი; დ) ახალი საფრთხეების საჭიროებისამებრ იდენტიფიცირება და აღწერა; ე) დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის ხელშეწყობა; ვ) მეცნიერული და საექსპერტო დახმარება ამ კოდექსის 51-ე მუხლის შესაბამისად საგანგებო ზომების მიღებისას; ზ) რისკის ანალიზთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. |