Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 119 კონცენტრაცია. 1. კონცენტრაცია, რომლის მონაწილე რეგულირებული საწარმოების როგორც ინდივიდუალური, ისე ერთობლივი აქტივების ღირებულება ან წლიური ბრუნვა (კონცენტრაციის წინა ფინანსური წლის მონაცემებით) საქართველოს ან/და ენერგეტიკული გაერთიანების რომელიმე მხარის ტერიტორიაზე აღემატება კომისიის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობას, საჭიროებს კომისიისთვის წინასწარ შეტყობინებას. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კომისიისთვის წარდგენისა და კომისიის მიერ მისი განხილვის წესები განისაზღვრება კომისიის დადგენილებით. 2. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ კომისია იღებს გადაწყვეტილებას დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის თაობაზე. 3. დაუშვებელია ისეთი კონცენტრაცია, რომელიც ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს, მისი ნაწილის ან ენერგეტიკული გაერთიანების რომელიმე მხარის ენერგეტიკულ ბაზარზე. 4. თუ კონცენტრაცია წარმოქმნის ან აძლიერებს დომინანტურ მდგომარეობას,ივარაუდება, რომ ასეთი კონცენტრაცია ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს, მისი ნაწილის ან ენერგეტიკული გაერთიანების რომელიმე მხარის ენერგეტიკულ ბაზარზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ რეგულირებული საწარმო საწინააღმდეგოს დაამტკიცებს. დომინანტური მდგომარეობის განსაზღვრის წესი კომისიის სამართლებრივი აქტით დგინდება. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 119 5. იმ რეგულირებული საწარმოების კონცენტრაციის რეგისტრაციისთვის, რომელთაც ეკისრებათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების კომისიისთვის წარდგენის ვალდებულება, აუცილებელია კომისიის მიერ დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება. კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგულირებული საწარმოების კონცენტრაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია. 6. ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული კონკურენციის შემზღუდავი კონცენტრაცია ან/და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კომისიისათვის წინასწარ წარდგენის ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს კონცენტრაციის მონაწილე რეგულირებული საწარმოებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრებას. 7. კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კონცენტრაციაში მონაწილე რეგულირებულ საწარმოს: |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 119 ა) მოსთხოვოს კონცენტრაციის გაუქმება შერწყმის, გაუქმების ან შეძენილი წილების ან აქტივების გასხვისების გზით ისე, რომ აღდგეს კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებული მდგომარეობა. თუ კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა მისი გაუქმების გზით შეუძლებელია, კომისიას უფლება აქვს, მიიღოს ნებისმიერი სხვა შესაბამისი ზომა კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებულ მდგომარეობაში შეძლების დაგვარად დასაბრუნებლად; ბ) დააკისროს სანქციები ამ კანონის შესაბამისად; გ) მოსთხოვოს ნებისმიერი სხვა ზომის მიღება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება კონცენტრაციაში მონაწილე რეგულირებული საწარმოს მიერ კონცენტრაციის გაუქმება ან კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. |