FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

article  29

კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი/მისაღები და ძალადაკარგულად გამოსაცხადებელი სამართლებრივი აქტები და განსახორციელებელი ღონისძიებები.
1. მინისტრმა 2022 წლის 1 ივლისამდე გამოსცეს ბრძანება „დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. საქართველოს მთავრობამ:
    ა) 2022 წლის 1 ივლისამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ა.ა) „გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის შესახებ“; ა.ბ) „გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესის შესახებ“; ა.გ) „გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“; ა.დ) „დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის წესის შესახებ“; ბ)  2025 წლის 1 სექტემბრამდე მიიღოს დადგენილება „გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელებით გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის წესის შესახებ“.
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

article  29

3. 2022 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40(47), 1999 წელი, მუხ. 200).
4. სააგენტომ და დეპარტამენტმა 2022 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყონ ამ კანონით მათთვის დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებლად შესასრულებლად საჭირო სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაქმნელად ან/და მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად შესაბამისი კონკურსების გამოსაცხადებლად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება.