Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 46 დეკომისია. 1. დეკომისიის დროს შეიძლება აუცილებელი გახდეს დეკომისიის გეგმაში ცვლილების შეტანა, რაც მხოლოდ მარეგულირებელი ორგანოს თანხმობით უნდა განხორციელდეს. 2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დეკომისიის დასრულებისას, დეკომისიის დასახული მიზნის მიღწევის დასადასტურებლად, უნდა განახორციელოს რადიოლოგიური მონიტორინგი. 3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დეკომისიის დასრულების შემდეგ მარეგულირებელ ორგანოს შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს დეკომისიის ანგარიში, სადაც აისახება დეკომისიის შედეგები, რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მონაცემების ჩათვლით. 4. მარეგულირებელმა ორგანომ, დეკომისიის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების დასრულებისას, უნდა შეამოწმოს ბირთვული და რადიაციული ობიექტის საბოლოო მდგომარეობა, რათა დარწმუნდეს, რომ მარეგულირებელი მოთხოვნები შესრულდა. 5. ბირთვული და რადიაციული ობიექტი მარეგულირებელი კონტროლისაგან არ უნდა გათავისუფლდეს მანამ, სანამ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი არ დაადასტურებს, რომ დეკომისიის გეგმაში მითითებული საბოლოო მდგომარეობა მიღწეულია და ყველა დამატებითი მარეგულირებელი მოთხოვნა შესრულებული. |