FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  12

სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების რეესტრი.
1. ეროვნული ბანკი ვალდებულია შექმნას და აწარმოოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების რეესტრი და თავისი ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით საჯარო გახადოს მათ შესახებ ამ მუხლითა და ეროვნული ბანკის წესებით გათვალისწინებული ინფორმაცია.
2. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს, მის თითოეულ განყოფილებას სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების რეესტრში უნდა მიენიჭოს უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი.
3. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების რეესტრში უნდა აღინიშნოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი თითოეული განყოფილების (ასეთი განყოფილების არსებობის შემთხვევაში) საიდენტიფიკაციო მონაცემები, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სტატუსი (ავტორიზებული, არაავტორიზებული), ხოლო ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის შემთხვევაში − აგრეთვე ინფორმაცია აქტივების მმართველი კომპანიის (ასეთი კომპანიის არსებობის შემთხვევაში) და მის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  12

4. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულთან ან მის განყოფილებასთან დაკავშირებული რეგისტრაციისთვის დაეყრდნოს ამ მუხლით გათვალისწინებულ რეესტრს.
5. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ამ მუხლით გათვალისწინებულ რეესტრში რეგისტრაცია არ უნდა იქნეს განხილული ეროვნული ბანკის მიერ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ გამოშვებული სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების ხარისხის შეფასებად ან დასტურად.